საზოგადოება
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დასრულდება
23 / ივლისი 2019
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დასრულდება
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. 24 ივლისს კი, საერთო სამაგისტრო გამოცდა ჩატარდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 1-ელი აგვისტოდან ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდება. პირველი ზოგადი უნარების შედეგები გამოქვეყნდება.
ექიმებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა დასჯადი ხდება
22 / ივლისი 2019
ექიმებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა დასჯადი ხდება
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, 23 ივლისის სხდომაზე, საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს, რომლის საფუძველზეც სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის შეურაცხყოფა ან პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლა დასჯადი ხდება.პროექტის მიხედვით, რამდენიმე კანონში სპეციალური ჩანაწერი კეთდება, რომ “სამედიცინო საქმიანობის დროს, დაუშვებელია ჯანმრთელობის დაცვის პერსონალისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა“.
“საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის
22 / ივლისი 2019
“საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის
პირებს, რომელთაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება სურთ, ამისთვის დამატებითი დრო ეძლევათ და შესაბამისი სამართლებრივი შესაძლებლობების ვადა 2020 წლის 31 დეკემბრამდე გრძელდება.
ბორჯომში, 6 ივნისს დაკარგული მოსწავლეების საქმეზე ძიება შეწყდა
19 / ივლისი 2019
ბორჯომში, 6 ივნისს დაკარგული მოსწავლეების საქმეზე ძიება შეწყდა

საქმეში დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა რის გამოც,შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

მეცხრე კლასელი გოგონების გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ,რომ მოსწავლეები 6 ივნისს დილით სახლიდან გავიდნენ და გაუჩინარდნენ.მათი ადგილსამყოფელი ცნობილი გვიან ღამით გახდა.დაკარგული გოგონები ზესტაფონში იპოვეს.

საქართველოს ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახისთვის 50 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა
18 / ივლისი 2019
საქართველოს ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახისთვის 50 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს, 2006 წელს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახისთვის 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება "რუსთავი 2"-ის საქმეზე
18 / ივლისი 2019
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება "რუსთავი 2"-ის საქმეზე
სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე თბილისის საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეების მხრიდან, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაწილში დარღვევა არ ყოფილა.შესაბამისი გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.
თეა წულუკიანი - „რუსთავი 2“-ის საქმეზე სახელმწიფომ გაიმარჯვა
18 / ივლისი 2019
თეა წულუკიანი - „რუსთავი 2“-ის საქმეზე სახელმწიფომ გაიმარჯვა
„რუსთავი 2“-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაცხადა.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება "რუსთავი 2"-ის საქმეზე
18 / ივლისი 2019
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება "რუსთავი 2"-ის საქმეზე
სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე თბილისის საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეების მხრიდან, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაწილში დარღვევა არ ყოფილა.შესაბამისი გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.
ასპინძაში 53 წლის კაცი მოკლეს
16 / ივლისი 2019
ასპინძაში 53 წლის კაცი მოკლეს
53 წლის ბ.მ.-ს საკუთარ სახლში მეგობარმა ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა 15 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ დამნაშავე პოლიციას თავად ჩაბარდა.

"ერთად იყვნენ სულ, მშენებლობებზეც ერთად მუშაობდნენ. ხშირად სვამდნენ. გავიგეთ, რომ როცა მოკლა, პოლიციაში ავიდა და ყველაფერი აღიარა" - ამბობენ ასპინძაში.

შსს-ს პრესსამსახურში ამბობენ, რომ ბრალდებული კაცი დაკავებულია, დეტალებს კი მოგვიანებით გაასაჯაროვებენ.

წყარო: ახალციხის ტელეკომპანია მეცხრე არხი.
ცვლილებები მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკულ ნაწილში
16 / ივლისი 2019
ცვლილებები მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკულ ნაწილში
მართვის მოწმობის აღების მსურველ პირებს ის ქუჩები და მარშრუტები, რომლის გავლაც გამოცდის რეალურ სივრცეში ჩაბარებისას მოუწევთ, წინასწარ არ ეცოდინებათ.
სხვა სტატიები
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.