საქართველოს ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახისთვის 50 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს, 2006 წელს
კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის
ოჯახისთვის 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. ამის შესახებ საგანგებო
ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
„დღეს გამოქვეყნდა გადაწყვეტილება საქმეზე „ვაზაგაშვილი და შანავა
საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც სიცოცხლის უფლებას ეხებოდა და ეს
საქმე სრულად დასრულდა სახელმწიფოს მარცხით, როგორც მკვლელობის
ნაწილში, ასევე ამ საქმის არაეფექტურად გაჭიანურებულ ვადებში
გამოძიების გამო. ოჯახის სასარგებლოდ სახელმწიფოს დაეკისრა 50 ათასი
ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.