ახალი ამბები
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება "რუსთავი 2"-ის საქმეზე
სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე თბილისის საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეების მხრიდან, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაწილში დარღვევა არ ყოფილა.შესაბამისი გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა. „სასამართლო ერთხმად აცხადებს, რომ მეორედან მეოთხემდე მოსარჩელეების სარჩელი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 § 1 მუხლის ფარგლებში, რომელიც მოსამართლეების თ.უ, ნ.გ, მ.თ და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას ეხება დასაშვებია, ხოლო დანარჩენი ნაწილი კი არა;

სასამართლო ერთხმად იღებს გადაწყვეტილებას სასამართლოს წესების 39-ე მუხლის გამოყენების შეწყვეტის შესახებ;

სასამართლომ დაადგინა ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ კონვენციის მეექვსე მუხლის პირველი პუნქტი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ტ.ს-ს მიერ, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოვებლობის ნაწილში დარღვევა არ ყოფილა. სასამართლომ ერთპიროვნულად დაადგინა ასევე, რომ არ დარღვეულა მეექვსე მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც ეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოვებლობას, რომელშიც შედიოდა მოსამართლე ნ.გ. გარდა ამისა, სასამართლომ დაადგინა ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ არ დარღვეულა მეექვსე მუხლის პირველი პუნქტი დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაწილში უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის კოლეგიის მხრიდან, რომელშიც შედიოდნენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლე მ.ტ.“, - ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.


Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
ავტოსაგზაო შემთხვევა ბორჯომში - დაშავებულია მძღოლი
ბორჯომში, თორის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომობილი ქვების გროვას შეეჯახა. მანქანაში, სადაც მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, ხელის მოტეხილობით ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
14:34 / 22.09.2020
დღის ამბები
აჭარაში დღეს, 22:00 საათიდან რესტორნები იხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი მთლიანად შეჩერდება;
კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში და ჯამში 25 გარდაცვლილი;
სასტუმროები
ოთხ ვარსკვლავიანი სასტუმრო ,,გოლდენ ტულიპი" ,,ფირუზას" სახელით ცნობილ ისტორიულ შენობაშია განთავსებული.
საოჯახო სასტუმრო ,,გრიმის ვილა“ ბორჯომის ცენტრში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარეობს.
ინტერაქტივი
ბორჯომსა და მის სოფლებში მიმდინარეობს საზოგაო ინფრასტრუქტურის, წყლის სისტემის, სკვერების, დასასვენებელი სივრცეების და საფეხბურთო მოედნების მოწყობა-განახლება.
საქმიანობა კონტროლს მიღმა, კვალიფიკაციის დაბალი დონე, დაბნეული და უკმაყოფილო ტუსრისტი, დამახინჯებული ისტორიები და ქვეყნის დაზარალებული იმიჯი,
ამინდი
ბორჯომი 13 - 26 °C
img
ახალციხე 12 - 24 °C
img
თბილისი 17 - 27 °C
img
ასპინძა 12 - 25 °C
img
ახალქალაქი 9 - 22 °C
img
გამოკითხვა
ტურისტების ჩამოსვლა ბორჯომსა და ბაკურიანში
ვალუტა
EUR
EUR
1
3.8292
GBP
GBP
1
4.1960
TRY
TRY
1
0.4276
USD
USD
1
3.2897
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.