2022 წლის ჩათვლით საქართველოს ექნება ყველაზე თანამედროვე
ინფრასტრუქტურა, რომელიც მოგვცემს საშუალებას კიდევ უფრო მეტად
განვავითაროთ ჩვენი ეკონომიკა და ერთობლივი ძალებით დავძლიოთ
სიღარიბე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა
ბახტაძემ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მთის ფონდების,
განათლების ინფრასტრუქტურისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამების
ფარგლებში დაფინანსებული პროექტების შესრულების 6 თვის ანგარიშის
პრეზენტაციაზე განაცხადა.