საზოგადოება
"ჩვენ აუცილებლად დავაბრუნებთ ტურისტულ სექტორში მზარდ დინამიკას"- მამუკა ბახტაძე
12 / აგვისტო 2019
"ჩვენ აუცილებლად დავაბრუნებთ ტურისტულ სექტორში მზარდ დინამიკას"- მამუკა ბახტაძე
ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები მაძლევს საფუძველს, ვთქვა, რომ ჩვენ აუცილებლად დავაბრუნებთ ტურისტულ სექტორში იმ ძალიან მზარდ დინამიკას, რომელიც გვქონდა- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ივლისის მონაცემებით, ტურისტული სექტორის ზარალმა 60 მილიონ დოლარამდე შეადგინა, თუმცა ძალიან კარგი ტრენდი დაფიქსირდა ივნისში აჭარაში, როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურიზმი 40%-ით გაიზარდა.

“დღეს აუცილებელია, ტურიზმის სექტორში მოღვაწე მცირე და საშუალო ბიზნესს გვერდით დავუდგეთ და დავეხმაროთ. ჩვენ დავამუშავეთ ორი პროგრამა, რომელიც, ვფიქრობ, საკმარისი იქნება, რომ ტურიზმის სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო მეწარმეები გაუმკლავდნენ იმ პრობლემებს, რომლებიც მოკლე ვადაში შეგვექმნა. რაც შეეხება საშუალოვადიან პერსპექტივას, დარწმუნებული ვარ, ჩვენ დავაბრუნებთ ტურიზმის სექტორში იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც გვქონდა” - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
დაგროვებითი საპენსიო სქემა 141 000-მა ადამიანმა დატოვა
12 / აგვისტო 2019
დაგროვებითი საპენსიო სქემა 141 000-მა ადამიანმა დატოვა
საპენსიო სქემა 141 000-მა ადამიანმა დატოვა, მათ შორის 41 000 საჯარო მოხელეა, - ამის შესახებ  საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ განაცხადა.

როგორც სურგულაძე ამბობს, საპენსიო სქემაში ახლად გაწევრიანებულების რიცხვი 800-ით მეტია გასულების რაოდენობაზე.

„სქემაში ჩართულ ადამიანთა რიცხვი 800-ით მეტი წასულ ადამიანთა რიცხვზე. მაღალი მომართვიანობა გასვლაზე იყო აპრილი, მაისი, ივნისის პერიოდში, დღეს მომართვიანობა 15 ჯერ შემცირებულია.იმ 860 000 ადამიანიდან, რომელიც 1 იანვრიდან ჩაერთვნენ საპენსიო სქემაში, მათი რაოდენობა ვისაც უკვე გაუჩნდა სქემის დატოვების უფლება, შეეძლო დატოვება და არ დატოვა ან მომავალში გაუჩნდება, ასეთი არის 325 000 ადამიანი.860 000 ადამიანიდან 16.5%-მა, ანუ დაახლოებით 141 000-მა ადამიანმა დატოვა სქემა. აქედან 41 800 საჯარო მოხელეა"-განაცხადა ლევან სურგულაძემ.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის რეკონსტრუქცია დაიწყო
09 / აგვისტო 2019
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის რეკონსტრუქცია დაიწყო
ბორჯომში,ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთი კვირაა დაიწყო და მათი დასრულება სექტემბრის ბოლოს იგეგმება.ვიზიტორთა ცენტრში დაგეგმილია სხვადასხვა საგანმანათლებლო და საინფორმაციო სივრცეების შექმნა.რეკონსტრუქციის შემდეგ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი შემდეგ სახეს მიიღებს.
ბაკურიანში,ბეატლონის ტრასასთან, ტერიტორია ისევ დაბინძურებულია
09 / აგვისტო 2019
ბაკურიანში,ბეატლონის ტრასასთან, ტერიტორია ისევ დაბინძურებულია
აღნიშნულ თემაზე სიუჟეტი ტელეკომპანია "ბორჯომმა" მიმდინარე კვირაში მოამზადა.სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ფოტო მოგვაწოდა ,სადაც კარგად ჩანს დაბა ბაკურიანში
ახალდაბაში აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირები გაიხსენეს
08 / აგვისტო 2019
ახალდაბაში აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირები გაიხსენეს
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა.სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა,ბორჯომის მერმა ლევან ლიპარტიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალდაბაში,ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.სასულიერო პირებმა დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.დაბა ახალდაბიდან აგვისტოს ომს ორი მოხალისე შალვა გაბუნია და დევი ჩადუნელი შეეწირნენ.
გორში აგვისტოს ომის სახელობის კედელი გაიხსნა
08 / აგვისტო 2019
გორში აგვისტოს ომის სახელობის კედელი გაიხსნა

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინიციატივით, გორში აგვისტოს ომის სახელობის კედელი გაიხსნა.

სალომე ზურაბიშვილი - ოკუპაციაზე ჩვენი პასუხია - არა შეგუებას!
08 / აგვისტო 2019
სალომე ზურაბიშვილი - ოკუპაციაზე ჩვენი პასუხია - არა შეგუებას!
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველო-რუსეთის ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.
მამუკა ბახტაძე - საქართველოს ოკუპაცია არის ის ტკივილი რაც გვაერთიანებს
08 / აგვისტო 2019
მამუკა ბახტაძე - საქართველოს ოკუპაცია არის ის ტკივილი რაც გვაერთიანებს
ოკუპაცია არის საერთო ეროვნული ტკივილი, ეს არის საერთო ეროვნული გამოწვევა და მე დარწმუნებული ვარ საქართველო აუცილებლად დაძლევს ოკუპაციას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განუცხადა, სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღევანდელი დღე დიდი ტკივილი და მოუშუშებელი იარაა ქვეყნისთვის.
დაშვებული დროშები -  აგვისტოს ომის მე-11 წლისთავი
08 / აგვისტო 2019
დაშვებული დროშები - აგვისტოს ომის მე-11 წლისთავი
საქართველო-რუსეთის ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, ყველა სახელმწიფო უწყებაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა. დროშები 23:00 საათზე დაეშვა და 8 აგვისტოს 00:00 საათამდე იქნება დაშვებული. დროშები დაეშვა მათ შორის პარლამენტისა და პრეზიდენტის სასახლის შენობებზე.
მომდევნო დღეების განმავლობაში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება
07 / აგვისტო 2019
მომდევნო დღეების განმავლობაში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება
მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა, სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა.
სხვა სტატიები
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.