საზოგადოება
პირადობის ელექტრონული მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია დაიწყო
10 / ივლისი 2019
პირადობის ელექტრონული მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია დაიწყო
1 ივლისიდან, გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის პირადობის ელექტრონული მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია დაიწყო.აქციის მიზანი საარჩევნო სიიების სრულყოფა, სააგენტოს მონაცემთა ბაზების დახვეწა და მოქალაქეების თანამედროვე-სანდო ელექტრონული დოკუმენტით უზრუნველყოფაა. მოქალაქეებს აქციით სარგებლობა მხოლოდ ერთხელ შეუძლიათ. ისინი თავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობის, ისე ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან. სურვილის შემთხვევაში აქციით ისარგებლებენ საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქეები და საქართველოს ის მოქალაქეები, რომელთაც 2021 წლის პირველ იანვრამდე უსრულდებათ 18 წელი.
"ლიბერთი ბანკი" მომხმარებლებს ონლაინ თაღლითობის შესახებ აფრთხილებს
10 / ივლისი 2019
"ლიბერთი ბანკი" მომხმარებლებს ონლაინ თაღლითობის შესახებ აფრთხილებს
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშული, გახშირდა ე. წ "ფიშინგის" შემთხვევები, რის გამოც "ლიბერთი ბანკი" მოქალაქეებს ბარათების უსაფრთხოდ გამოყენების წესებს სთავაზობს: "გაცნობებთ, რომ გახშირდა ე.წ „ფიშინგი"-ს შემთხვევები, რა დროსაც თაღლითური ვებ-გვერდები ცდილობენ თქვენი პირადი/საბანკო ინფორმაციის მოპოვებას. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ინტერნეტ ბანკისა და საბანკო ბარათების უსაფრთხოდ გამოყენების წესებს: http://r.lb.ge/R?i=38Wsu0E" -ნათქვამია "ლიბერთი ბანკის" განცხადებაში.
დავით ზალკალიანი პუტინის განცხადებას გამოეხმაურა
10 / ივლისი 2019
დავით ზალკალიანი პუტინის განცხადებას გამოეხმაურა
ეს არის ისტორიული ფაქტების არასწორად, სუბიექტურად, ტენდენციურად წარმოჩენის მაგალითი, - ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გუშინდელ განცხადებას, რომელიც საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ შესვლის ისტორიას უკავშირდებოდა.
ავარიის შედეგად დაშავავებულ ქალს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა
10 / ივლისი 2019
ავარიის შედეგად დაშავავებულ ქალს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა

72 წლის ქალის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია,მარცხენა კიდურზე არსებული დაზიანების გამო ქალს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.

შეგახსენებთ,რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ბორჯომში,გუშინ დღის პირველ ნახევარში მოხდა,72 წლის ქალს გზის გადაკვეთისას სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ ქალს ოპერაცია უტარდება
09 / ივლისი 2019
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ ქალს ოპერაცია უტარდება
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ,დღეს ,ბორჯომში.72 წლის ქალს გზის გადაკვეთისას სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა.ქალი სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი,მას ამ დრომდე ოპერაცია უტარდება.
რუსეთის დუმა საქართველოს წინააღმდეგ სანქციებზე დღეს იმსჯელებს
09 / ივლისი 2019
რუსეთის დუმა საქართველოს წინააღმდეგ სანქციებზე დღეს იმსჯელებს

რუსი სენატორი ალექსეი პუშკოვი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს და მხარს უჭერს სახელმწიფო სათათბიროს წინადადებას თბილისის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების შემოღების თაობაზე. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ბოდიშის მოხდის დრო გაუშვა.

უკრაინელი დეპუტატი - შვებულებას საქართველოში გავატარებ
09 / ივლისი 2019
უკრაინელი დეპუტატი - შვებულებას საქართველოში გავატარებ
შვებულებას საქართველოში გავატარებ, რათა მხარი დავუჭირო თქვენს ქვეყანას,- ამის შესახებ  უკრაინის პარლამენტის წევრმა, ალექსი რიაბჩინმა პუტინის მიერ საქართველოში ფრენების აკრძალვის კომენტირებისას განაცხადა.
"არ შეიძლება ამ ყველაფერს გულგრილად უყურო" - მამუკა ხაზარაძე
09 / ივლისი 2019
"არ შეიძლება ამ ყველაფერს გულგრილად უყურო" - მამუკა ხაზარაძე
არსებული ვითარების დეესკალაცია და სამოქალაქო მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ხელისუფლების ან პოლიტიკური პარტიების ძალისხმევით პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე წერს.
ახალციხეში "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" რეგიონული ოფისი გაიხსნა
05 / ივლისი 2019
ახალციხეში "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" რეგიონული ოფისი გაიხსნა
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენელი უკვე ახალციხეშიც ჰყავს. ოფისი, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონს დაფარავს, ახალციხეში, ივანე ნებიერიძის N18-ში მდებარეობს. რეგიონულ წარმომადგენლობას თამუნა უჩიძე უხელმძღვანელებს.
"კომფორტის ზონა"
05 / ივლისი 2019
"კომფორტის ზონა"

ფილმი, მომზადებულია ა.ო სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის (SJMC) მიერ,პროექტის „კომფორტის ზონა“ ფარგლებში.პროექტი ხორციელდება „სკოლის,საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის“( SCOPE) ფარგლებში,ორგანიზაცია PH international-ის მიერ,ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამარტალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით.

სხვა სტატიები
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.