ასპინძაში 53 წლის კაცი მოკლეს
53 წლის ბ.მ.-ს საკუთარ სახლში მეგობარმა ცივი იარაღით რამდენიმე
ჭრილობა მიაყენა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა 15 ივლისს,
დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ დამნაშავე
პოლიციას თავად ჩაბარდა.
"ერთად იყვნენ სულ, მშენებლობებზეც ერთად მუშაობდნენ. ხშირად
სვამდნენ. გავიგეთ, რომ როცა მოკლა, პოლიციაში ავიდა და ყველაფერი
აღიარა" - ამბობენ ასპინძაში.
შსს-ს პრესსამსახურში ამბობენ, რომ ბრალდებული კაცი დაკავებულია,
დეტალებს კი მოგვიანებით გაასაჯაროვებენ.
წყარო: ახალციხის ტელეკომპანია მეცხრე არხი.