დღეს, ა.ო "სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა" პროექტის
„თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის“ დასკვნითი შეხვედრა
გამართა.შეხვედრაზე განიხილეს წელიწადნახევრიანი პროექტის ფარგლებში
განხორციელებული აქტივობები და მიღწეული შედეგები.შეხვედრას, ევროპის
ფონდის პრეზიდენტი,ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და
სამოქალაქო ჩართულობის საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.შეგახსენებთ,რომ
პროექტის ფარგლებში დიალოგი ხალხსა და ხელისუფლებას შორის ბორჯომის
მუნიციპალიტეტის ყველა თემში შედგა ,სადაც გამოიკვეთა ის ძირითადი
პრობლემები,რომლებიც ადგილობრივებს აწუხებდათ.
პროექტის მიმდინარეობისას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მასშტაბით
გამოვლენილ პრობლემებს, ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლები ხალხთან ერთად განიხილავდნენ და გადაწყვეტილებასაც
მათი ჩართულობით იღებდნენ, არაერთი ყოფითი და ინფრასტრუქტურული
პრობლემა მოგვარდა.
დასკვნით შეხვედრაზე შედგა მინი დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომელიც
პროექტის მთლიან პროცესს ასახავდა. პროექტის შედეგების პრეზენტაციის
დასასრულს სამოქალაქო ჩართულობის საბჭოს წევრებს გადაეცათ
სერთიფიკატები ,,აქტიური მოქალაქეობისათვის", ხოლო ბორჯომის
თვითმმართველობის წარმომადგენლებს პროექტის მხარდაჭერისა და
ჩართულობისათვის.
პროექტის ფარგლებში,30 სატელევიზიო დისკუსია ჩატარდა,რომელსაც წინ
უძღოდა პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით გამართული 30 შეხვედრა
მოსახლეობასთან სხვადასხვა თემში.პროექტს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია
ცენტრი“, “ევროპის ფონდის” მხარდაჭერით და დანიის საერთაშორისო
განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ახორციელებდა.