საზოგადოება
პროექტის "თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის" შემაჯამებელი შეხვედრა
15 / ივლისი 2019
პროექტის "თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის" შემაჯამებელი შეხვედრა
ა.ო "სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა" პროექტის "თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის" ფარგლებში განხორციელებული აქტივობები შეაჯამა.შეხვედრას, პროექტის მართვის გუნდი,სამოქალაქო ჩართულობის საბჭოს წევრები და ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია ესწრებოდნენ.შეხვედრაზე განიხილეს პროექტის ფარგლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში განხორციელებული სამუშაოები და იმსჯელეს მიღწეულ შედეგებზე.

შეგახსენებთ,რომ პროექტის ფარგლებში, ,დიალოგი ხალხსა და ხელისუფლებას შორის ბორჯომის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა თემში გაიმართა.

პროექტს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის” მხარდაჭერით და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ახორციელებს.

საქართველოში საარსებო მინიმუმი 2  ლარით შემცირდა
15 / ივლისი 2019
საქართველოში საარსებო მინიმუმი 2 ლარით შემცირდა
2019 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 2 ლარით შემცირდა.კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ივნისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 188.1 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა მაისში ეს მაჩვენებელი 190.1 ლარი იყო.
ახალი ვალდებულება სამშენებლო სექტორს
15 / ივლისი 2019
ახალი ვალდებულება სამშენებლო სექტორს
მთავრობის 10 ივლისის დადგენილებით, სამშენებლო დოკუმენტში გარკვეული ცვლილებების შედეგად, პირს ახალი სამშენებლო ნებართვის აღება დასჭირდება.
ბორჯომში სატყეო სააგენტოს ტერიტორიაზე ეკოტურიზმის განვითარებაზე იმსჯელეს
12 / ივლისი 2019
ბორჯომში სატყეო სააგენტოს ტერიტორიაზე ეკოტურიზმის განვითარებაზე იმსჯელეს

სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა „ნაკრესმა“ პროექტის ,,ტყის მრავალფუნქციური გამოყენების დანერგვა და პოპულარიზაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტში’’ ფარგლებში,ტყის მრავალფუნქციურ გამოყენებასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა.შეხვედრას,ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელები და ბორჯომში მოქმედი მცირე ტურისტული ბიზნესების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ეროვნული სატყეო სააგენტოს ტერიტორიაზე ეკოტურიზმის განვითარებით. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

გიორგი გახარია - აქციის დაშლის ბრძანება მე გავეცი
12 / ივლისი 2019
გიორგი გახარია - აქციის დაშლის ბრძანება მე გავეცი
"ბრძანება მე გავეცი, მე ვიმოქმედე საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში, ნარინჯისფერი ტყვია არის არალეტალური" - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. კითხვაზე მან გასცა თუ არა ყველა ბრძანება, რომელიც 20 ივნისის ღამეს უნდა გაცემულიყო, მინისტრი ამბობს, რომ ბრძანება მან გასცა.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას ზეიმობს
12 / ივლისი 2019
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას ზეიმობს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს.
საქართველოს ყოფილი სახელმწიფო დროშა-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
11 / ივლისი 2019
საქართველოს ყოფილი სახელმწიფო დროშა-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ინიციატივით, საქართველოს ყოფილი სახელმწიფო დროშა და საქართველოს ყოფილი სახელმწიფო გერბი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდა.
"აღმოსავლეთ ევროპა არ არის ბატონი პუტინის უკანა ეზო" -  მიხაილ როთი
11 / ივლისი 2019
"აღმოსავლეთ ევროპა არ არის ბატონი პუტინის უკანა ეზო" - მიხაილ როთი
ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ აღმოსავლეთ ევროპა არ არის ბატონი პუტინის უკანა ეზო. სხვა მხრივ, რუსეთი რჩება ჩვენს მეზობლად და ჩვენ გვჭირდება ღია, გულწრფელი, თუმცა ასევე კონსტრუქციული დიალოგი რუსეთთან, რათა მოვაგვაროთ არსებული დავები - აღნიშნული განცხადება საქართველოში ვიზიტით მყოფმა გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საკითხებში მიხაილ როთმა გააკეთა.
"მოვუწოდებთ რუსეთს, განაახლოს ავიამიმოსვლა საქართველოსთან" -აშშ
11 / ივლისი 2019
"მოვუწოდებთ რუსეთს, განაახლოს ავიამიმოსვლა საქართველოსთან" -აშშ
ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებით აკვირდებოდა რუსეთის მთავრობისა და დუმის წევრების არაპროპორციულ რეაქციას საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა "ამერიკის ხმის" სპეციალურ კორესპონდენტს სინდი სეინს განუცხადა, რითაც საქართველოში ბოლო ერთი კვირის მანძილზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რუსეთის მხარის რეაქციას გამოეხმაურა.

„ჩვენ მივესალმებით რუსი და ქართველი ლიდერების გაკეთებულ განცხადებებს და გადაწყვეტილებებს ორმხრივი ურთიერთობების დასტაბილურების მიზნით და მოვუწოდებთ რუსეთს, განაახლოს ავიამიმოსვლა საქართველომდე და უკან", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
I საერთაშორისო კონკურსი და VIII საერთაშორისო ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა (R)
11 / ივლისი 2019
I საერთაშორისო კონკურსი და VIII საერთაშორისო ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა (R)
I საერთაშორისო კონკურსი და VIII საერთაშორისო ფესტივალი ,,ბორჯომი 2019“ ,გუშინ, ბორჯომის ცენტრალური პარკის კინო-საკონცერტო დარბაზში საზიმოდ დაიხურა.ფესტივალი ბორჯომში 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, გრან-პრი ჟიურის მიერ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულ მუსიკოს-შემსრულებლებს გადაეცათ.ფესტივალის ჩატარება ბორჯომში უკვე ტრადიციად იქცა,მისი დამაარსებელია ქართული ფოლკლორისა და კლასიკური მუსიკის განვითარების კავშირი ,,ჰარმონია", ციცინო ბიჭიკაშვილის ხელმძღვანელობით.
სხვა სტატიები
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.