ახალი ამბები
თეა წულუკიანი - „რუსთავი 2“-ის საქმეზე სახელმწიფომ გაიმარჯვა
„რუსთავი 2“-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაცხადა. წულუკიანის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად სცნო „რუსთავი2“- ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა.„ევროპული სასამართლოს 7 მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ გადაწყვიტა შემდეგი: ერთხმად დაადგინა, რომ აღარ არსებობს 2017 წლის მარტში გამოყენებული შეჩერების ღონისძიების მიზანშეწონილობა და ის არის მოხსნილი. დაუშვებლად სცნო სრულად „რუსთავი2“-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა.

დაუშვებლად სცნო, როგორც დაუსაბუთებელი ძმები ყარამანიშვილებისა და „ტვ საქართველოს“ საჩივარი საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით. ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა ძმები ყარამანიშვილებისა და „ტვ საქართველოს“ სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც უკავშირდება ნინო გვენეტაძეს. ერთხმად დაუშვებლად სცნო სამივე მომჩივანის, ძმები ყარამანიშვილებისა და „ტვ საქართველოს“ სამართლიანი სასამართლოს ნაწილში არაერთი პრეტენზია. 6 ხმით 1 ის წინააღმდეგ დაადგინა, რომ არ დარღვეულა ძმები ყარამანიშვილებისა და „ტვ საქართველოს“ სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც შეეხებათ მოსამართლეებს ურთმელიძესა და თოდუას. ასევე, ერთხმად დაადგინა, რომ ამ საქმეზე არ არსებობს საჩივრის განხილვის აუცილებლობა ევროპული კონვენციის მე18 მუხლის ჭრილში“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე ინფორმაციით, ეს არის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, მთლიანობაში კი ეს გადაწყვეტილება 100-ზე მეტი გვერდის არის. მისივე თქმით, გადაწყვეტილებას თან ერთვის იმ ერთი მოსამართლის განსხვავებული აზრიც, რომელმაც წინააღმდეგ მისცა ხმა.

„გადაწყვეტილებას ერთვის სამართლიანი სასამართლოს უფლების საკითხიც, რაც შეეხება ურთმელიძესა და ქალბატონ თოდუას, ამ საკითხთან დაკავშირებით, უმცირესობაში დარჩენილი იმ ერთი მოსამართლის ნაწილობრივ განსხვავებული აზრი, რომელმაც როგორც გადაწყვეტილებიდან ჩანს, სწორედ ამ ორ კომპონენტში სასამართლიანი სასამართლოსი მისცა წინააღმდეგ ხმა. ევროპული სასასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე ნათქვამია, რომ განხილული იქნა ნიკა გვარამიას მიერ მოთხოვნლი: მოსამართლე ლადო ჭანტურიას აცილების შუამდგომლობა, რომელიც უარყოფილ იქნა როგორც: „სრულიად დაუსაბუთებელი“ - განაცხადა წულუკიანმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.