ინტერაქტიული მულტიმედია
ევროკავშირის ბაზრის უპირატესობები და პასუხები დეზინფორმაციის საპირწონედ
„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რაც გზები გაიხსნა, მას შემდეგ დავიწყე პროდუქციის ექსპორტი ევროპაში. იქამდე, რეალიზაციას ძირითადად საქართველოში ვახერხებდი და მცირე რაოდენობას რუსეთში“ - ამბობს არშალუის გალსტიანი, ფერმერი ახალქალაქიდან, რომელსაც უკვე 5 წელია უცხო სუნელი ევროკავშირის ბაზარზე გააქვს სარეალიზაციოდ. ამ დრომდე, ექსპორტს ახორციელებს პოლონეთში, ნიდერლანდებში, ჰოლანდიაში და მცირე რაოდენობით გერმანიაში.

ყველაფერს ხელით აკეთებს, რაც რთულია. ამბობს, რომ სჭირდება მექანიზაცია, ტექნოლოგია. სურვილი აქვს, რომ პროდუქცია ჰქონდეს შეფუთული, ჰქონდეს ბრენდირება.

მისი თქმით, რუსეთში მასშტაბი და პროდუქციის მოცულობა უფრო მეტი აქვს, თუმცა, რისკებიც ბევრია. ევროკავშირის ქვეყნებში კი ექსპორტი უფრო მარტივი და კანონიერია , თუმცა მოცულობა აქვს შედარებით ნაკლები. მას აქვს გამოცდილება როგორც ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე რუსეთში პროდუქციის გატანის გამოცდილება და ჩვენთან ინტერვიუში იმ შესაძლებლობებზე და რისკებზე საუბრობს, რომელიც ევროკავშირის და რუსულ ბაზრებს ერთმანეთისგან ძალიან განასხვავებს.




ევროკავშირის ბაზარზე არ გაუტანია, თუმცა, ქვეყნის ფარგლებს გარეთ საერთაშორისო კონკურსებში აქვს მიღებული მონაწილეობა ნინოწმინდის თაფლს „ალპიდას“. თაფლის საერთაშორისო კონკურსზე London Honey Awards-ზე ხარისხის ნომინაციაში, უმაღლესი ჯილდო - პლატინის მედლის მიღების შემდეგ „ნინოწმინდის თაფლის - ალპიდას“ მწარმოებელი კოოპერატივი „კოდი“ ევროპის ბაზარზე გასასვლელად პარტნიორს ეძებს. „კოდის“ საწარმო ახალციხეში ოპერირებს და ევროპული დანადგარებითაა აღჭურვილი. მიღებული გვაქვს ჰასპის სერტიფიკატი. კოოპერატივი „კოდი“ „ალპიდას“ ბრენდის ქვეშ რამდენიმე დასახელების თაფლს აწარმოებს.

„კოდის“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი მერაბიშვილი ექსპორტზეა ორიენტირებული, თუმცა უცხოეთის ბაზრებზე გასვლას ვერ ახერხებს და ამ მიმართულებით პარტნიორს ეძებს.





ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში მცხოვრებ თამაზ შავაძეს საერთაშორისო დაფინანსებით არაერთხელ უსარგებლია. ადგილობრივმა ფერმერმა პროექტების საშუალებით შეძლო ტრაქტორის და საჭირო ტექნიკის შეძენა. ამ დროისთვის აწარმოებს კარტოფილს და რძის პროდუქტს. სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა ევროპულ ქვეყნებში, საიდანაც იქაური გამოცდილება საკუთარ ქვეყანაში გადმოიტანა და სოფელში თანამედროვე სტანდარტების მქონე "ევროპული ფერმის გაქართულებული ვერსია" მოაწყო. ძროხის წველა კი მანქანური წესით მიმდინარეობს. ახალმა ტექნოლოგიებმა ფერმერს შრომა გაუმარტივა. 







ფერმერები სამცხე-ჯავახეთიდან, ვიდეოში საუბრობენ ევროპულ სიკეთეებზე და იმ სარგებელზე, რაც საერთაშორისო დაფინანსებებით აქვთ მიღებული საკუთარი საქმიანობის განსავითარებლად. 






ვინ, როგორ ეხმარება ფერმერებს, რომ საკუთარი პროდუქციის სტანდარტების დაკმაყოფილება და ევროკავშირის ბაზარზე გატანა შეძლონ? რა მოთხოვნები აქვს ევროკავშირის ბაზარს და რა უნდა იცოდნენ ფერმერებმა? როგორ უნდა გააუმჯობესონ ფერმერებმა ადგილობრივი პროდუქცია ექსპორტისთვის, რა დეზინფორმაცია არსებობს ევროკავშირის ბაზართან დაკავშირებით და როგორ მუშაობს სახელმწიფო მცდარი ინფორმაციის გასაქარწყლებლად? - ამ კითხვებს სამოქალაქო და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები პასუხობენ. 





გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი იმ პროგრამებზეც საუბრობს, რომლითაც სახელმწიფო უწყება რეგიონებში ფერმერების, კოოპერატივების დასახმარებლად ახორციელებს. 





ფერმერების თქმით, თუ ევროპული და ამერიკული პროექტების დაფინანსება შეჩერდება საქართველოში, დამღუპველი იქნება სოფლის მეურნეობისთვის. ისინი ფიქრობენ, რომ ევროკავშირის ბაზარზე გასვლა და პროდუქციის ექსპორტი - ფერმერებისთვის იქნება უწყვეტი სტაბილური ზრდის და განვითარების წინაპირობა. 


Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.