საზოგადოება
ა.ო "მწვანე ბორჯომი" ქვაბისხევში ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს
20 / აგვისტო 2019
ა.ო "მწვანე ბორჯომი" ქვაბისხევში ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს

ა.ო "მწვანე ბორჯომმა" ა.ო "სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრთან"  ერთად ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, სახელწოდებით: "ქვაბისხევის ტყეზე მავნე ზეგავლენის შემცირება ენერგოეფექტური საშუალებების დანერგვით და გარემოსდაცვითი კამპანიების წარმოებით".პროექტის ფარგლებში, ქვაბისხევში 8 ბენეფიციარი ოჯახი შეირჩევა და მათ ენერგოეფექტური ღუმელები და მზის ჰელიო სისტემის წყლის გამაცხელებლები გადაეცემათ.

აღნიშნული პროექტი, ქვაბისხევში ა.ო "მწვანე ბორჯომის" უკვე განხორციელებული პროექტის ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს.რომლის ფარგლებშიც, სოციალურად დაუცველ ოჯახებს ქვაბისხევში 10 ენერგოეფექტური ღუმელი გადაეცათ,ასევე მცირე ტურისტულ ბიზნესში ჩართულ 4 ოჯახს,კერძოდ საოჯახო სასტუმროებს,საკალმახესა და ღვინის მარანს ქსელში ჩართული მზის ჰელიო-სისტემები დაუმონტაჟდათ.

პროექტი დაფინანსებულია, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში.პროექტის ხანგრძლივობა 6 თვეს შეადგენს.




მართლმადიდებელი სამყარო, დღეს ,ფერისცვალების დღესასწაულს ზეიმობს
19 / აგვისტო 2019
მართლმადიდებელი სამყარო, დღეს ,ფერისცვალების დღესასწაულს ზეიმობს
დღეს, 19 აგვისტოს მართლმადიდელი ეკლესია ფერისცვალების ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს.
გუგუტიანთკარში 3 დღით შეჩერებული ბორდერიზაციის პროცესი განახლდა
19 / აგვისტო 2019
გუგუტიანთკარში 3 დღით შეჩერებული ბორდერიზაციის პროცესი განახლდა
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარში, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. ბორდერიზაციის სამუშაოები განაახლეს.
უკანონო საექიმო საქმიანობის შემთხვევები გამოავლინა
19 / აგვისტო 2019
უკანონო საექიმო საქმიანობის შემთხვევები გამოავლინა
სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ 95 კლინიკა შემოწმდა. დაიწერა 38 სამართალდარღვევის ოქმი, მათ შორის უკანონო საექიმო საქმიანობისა და შეტყობინების გარეშე სამედიცინო საქმიანობის შესახებ.
სამედიცინო დაწესებულებებში დეზინფექცია-სტერილიზაციის პრობლემები გამოიკვეთა
19 / აგვისტო 2019
სამედიცინო დაწესებულებებში დეზინფექცია-სტერილიზაციის პრობლემები გამოიკვეთა
სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელის, ზაალ კაპანაძის განცხადებით, დეზინფექცია-სტერილიზაციასთან დაკავშირებული საკითხები ამ ეტაპზე შედარებით მეტად გამოიკვეთა.
"ბორჯომობის" დღესასწაული გალა-კონცერტით დასრულდა (R)
18 / აგვისტო 2019
"ბორჯომობის" დღესასწაული გალა-კონცერტით დასრულდა (R)
"ბორჯომობის" დღესასწაულის დასკვნითი ეტაპი ქალაქის საპატიო მოქალაქეების გამოვლენა და დაჯილდოვება,მოგვიანებით კი გალა კონცერტი იყო.საპატიო ბორჯომელების წოდება ქალაქის წინაშე გაწეული ღვაწლისათის თამარ ლიჩელსა და შალვა გოგოლაძეს მიენიჭათ.საპატიო მოქალაქეებს სიგელები და სიმბოლური ჯილდოები გადაეცათ.
ავტოსაგზაო შემთხვევა ლიკანში
18 / აგვისტო 2019
ავტოსაგზაო შემთხვევა ლიკანში
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა,დღეს ლიკანში.სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და იქ არსებულ კედელს შეეჯახა.გთავაზობთ,ფოტოებს:
ბაკურიანში გარდაცვლილი მუშა ადგილობრივი არ იყო
16 / აგვისტო 2019
ბაკურიანში გარდაცვლილი მუშა ადგილობრივი არ იყო

ბაკურიანში ამბობენ, რომ მამაკაცი ადგილობრივი არ არის და დაბაში სამუშაოდ აჭარიდან ჩამოვიდა.

პროდუქტები, სადაც არასაკვები საღებავები აღმოჩნდა
16 / აგვისტო 2019
პროდუქტები, სადაც არასაკვები საღებავები აღმოჩნდა
საქართველოს “სტატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად, 42 დასახელების პროდუქტიდან 6-ში არასაკვები საღებავი აღმოჩნდა.

ორგანიზაციის მიერ შემოწმდა თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილი 42 დასახელების ტყემლის, პომიდვრის საწებლის, აჯიკისა და წითელი წიწაკის (დაფქვილი) ნიმუშები, რომელიც გერმანიის ლაბორატორიაში არასაკვები საღებავების ჯგუფის (12 საღებავი) შემცველობაზე შესამოწმებლად გაიგზავნა.

გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, სადაც არასაკვები საღებავი აღმოჩნდა:

  • შპს „გსქ კულა“ -ტყემალი წითელი, კლასიკური;
  • შპს მარნეულის სასურსათო ქარხანა - ტრადიციული წითელი ტყემალი;
  • შპს „ფუდსერვისი“ ტომატის საწებელი Supremo;
  • შპს „ეს“ - ეს აჯიკა;
  • შპს Soledo - ჩილი სოუსი ცხარე;
  • თეთნულდი - მშრალი აჯიკა
“სტატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ ინფორმაციით, მართალია, არასაკვები საღებავები სურსათში უმეტესად მცირე ოდენობითაა აღმოჩენილი, მაგრამ ამ საღებავების სისტემატური მოხმარება ხელს უწყობს სიმსივნის წარმოქმნას ან გენების გადაგვარებას.

„სუდანის“ ჯგუფის საღებავები გამოიყენება სურსათისათვის მოწითალო შეფერილობის მისაცემად. 2018-2019 წლებში, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან შეტანილი სუნელების 3 პარტიაში გამოვლინდა საღებავი „სუდანი“. საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებს არ გააჩნიათ აკრედიტაცია სურსათში ზემოთ დასახელებული საღებავების საკვლევად. სურსათის ეროვნულ სააგენტოს 2019 წელს დაგეგმილი აქვს სურსათის 10 ნიმუშის შემოწმება „სუდანის“ ჯგუფის საღებავებზე. ნიმუშები საზღვარგარეთ უნდა გაიგზავნოს. ჩავთვალეთ, რომ პრობლემის უკეთ გამოსაკვეთად სასარგებლო იქნებოდა მეტი რაოდენობის ნიმუშის კვლევა, რის გამოც მოცემული ინიციატივა განვახორციელეთ.კვლევის შედეგების თაობაზე იგზავნება წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოში და შესაბამის მეწარმეებთან. ჩვენ თვალს მივადევნებთ იმას, თუ რა რეაგირება მოჰყვება ჩვენს მიმართვებსა და, ზოგადად, ამ პრობლემის მოგვარებას“,-ნათქვამია “სტატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ განცხადებაში.
ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია
16 / აგვისტო 2019
ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანის შემოვლითი გზის პროექტირება/მშენებლობას ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 6 მილიონ ლარს სცდება.
სხვა სტატიები
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.