ნიკოლაძის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა სკვერის მოწყობას ითხოვს
16:02 / 25.07.2019
ბორჯომში,ნიკოლაძის ქუჩაზე მცხოვრები ადგილობრივები სკვერის მოწყობას
ითხოვენ.მათი განცხადებით ტერიტორია,სადაც დასასვენებელი სივრცის
განთავსება სურთ,ამ ეტაპზე დაბინძურებულია.ადგილობრივები ამბობენ,რომ
აქ უამრავი ქვეწარმავალია და ბავშვებისთვის გადადგილება საფრთხის
შემცველია.სკვერის მოწყობასთან ერთად ნიკოლაძის ქუჩაზე მცხოვრებლები
მიმდებარედ არსებული ავარიული შენობის გამაგრებას ან უარეს
შემთხვევაში დემონტაჟს ითხოვენ.
სკვერის მოწყობას აქტიურად ითხოვენ აქ მცხოვრები ახალგაზრდებიც,ისინი
ბორჯომის მერიას თხოვნით მიმართავენ,რომ ეს ადგილი დასუფთავდეს და აქ
მათთვის გასართობი სივრცე შეიქმნას.
ბორჯომის მერის მოადგილე ბუბა ბერიძე განმარტავს,რომ სკვერთან
დაკავშირებული მოთხოვნა მერიისთვის ცნობილია .ბუბა ბერიძე,
მოსახლეობას პირდება,რომ დასასვენებელი სივრცე ნიკოლაძის ქუჩაზე
,მიმდინარე წლის განმავლობაში მოეწყობა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.