საზოგადოება
ბაკურიანში მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა
16 / აგვისტო 2019
ბაკურიანში მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა
შემთხვევა დღეს მოხდა. მშენებარე კორპუსის მეოთხე სართულიდან 56 წლის მამაკაცი გადმოვარდა. 1963 წელს დაბადებული პირი ადგილზე გარდაიცვალა. ადგილობრივების თქმით, მუშას სავარაუდოდ, ფეხი დაუცდა, თავი ვეღარ შეიკავა და გადმოვარდა.
ბორჯომში, გარემოზე ზემოქმედების შეფასების კოდექსი განიხილეს
15 / აგვისტო 2019
ბორჯომში, გარემოზე ზემოქმედების შეფასების კოდექსი განიხილეს
შეხვედრა პროექტის, სახელწოდებით “ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე”,ფარგლებში განხორციელდა.

შეხვედრას სახელმწიფო სტრუქტურების ,არასამთავრობო ორაგნიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს გარემოს დაცვის კუთხით, ბორჯომში, არსებული გამოწვევები და ექსპერტ გია ჟორჟოლიანთან ერთად იმსჯელეს აღნიშნული პრობლემების გადაჭრის გზებზე.

პროექტის ფარგლებში,მსგავსი ტიპის შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება,პროექტის დასკვნითი ფაზა ცნობიერების ამაღლებასა და ტრენინგების ჩატარებას ითვალისწინებს.
ახალციხეში,სამხარეო ადმინისტრაციის შენობის სახურავი იწვის
15 / აგვისტო 2019
ახალციხეში,სამხარეო ადმინისტრაციის შენობის სახურავი იწვის
სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციის შენობაში ხანძარი დაახლოებით 14:10 წუთზე შენიშნეს, რასაც წინ დაკვამლიანება და ელექტროენერგიის გათიშვა უძღოდა.

სამცხე-ჯავახეთის სამსახრეო ადმინისტრაციაში ვარაუდობენ, რომ ხანძარი სახურავიდან გაჩნდა, სადაც ელექტროენერგიის სადენებია გაყვანილი.

გუბერნატორის მოადგილე შალვა ბერძენიშვილი მეცხრე არხთან აცხადებს, რომ ევაკუაცია მაშინვე გამოცხადდა და ცეცხლწაკიდებული შენობა მან ყველაზე ბოლოს დატოვა.

ამ დროისათვის მიმდინარეობს სახურავის ახდის სამუშაოები, რათა ოთხმა სახანძრო-სამაშველო ბრიგადამ წყლის დასხმა დაიწყოს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც.

ადმინისტრაციულ შენობაში სამცხე-ჯავახეთის გუბერნია, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო და რამდენიმე ააიპ-ია განთავსებული. 

წყარო: ახალციხის ტელეკომპანია მეცხრე არხი

გთავაზობთ,ფოტო-კოლაჟს:












სოფელ გუგუტიანთკართან რუსი სამხედროები ე.წ "საზღვარს" ავლებენ
15 / აგვისტო 2019
სოფელ გუგუტიანთკართან რუსი სამხედროები ე.წ "საზღვარს" ავლებენ
გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკართან, რუსული საჯარისო დანაყოფის წარმომადგენლები მეორე დღეა, აქტიურად აგრძელებენ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს.
"ტექინსპექტირების სფეროში იზრდება კორუფციის ნიშნები" -  დავით მესხიშვილი
15 / აგვისტო 2019
"ტექინსპექტირების სფეროში იზრდება კორუფციის ნიშნები" - დავით მესხიშვილი
ტექინსპექტირების რეფორმა გარკვეული პრობლემებით მიმდინარეობს და ამ პრობლემებს გადაჭრა ესაჭიროება, - ამის შესახებ საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების პრეზიდენტმა დავით მესხიშვილმა ჟურნალისტებს  განუცხადა, სადაც ავტომობილების ტექინსპექტორების რეფორმის შეფასება მიმდინარეობს.
ყვიბისში სკვერის მოწყობას ითხოვენ
13 / აგვისტო 2019
ყვიბისში სკვერის მოწყობას ითხოვენ
ყვიბისში მცხოვრები ადგილობრივები,ტყეში არსებულ დასასვენებელ სივრცეში სკვერის მოწყობას ითხოვენ. ყვიბისელებს დასასვენებელ სივრცეში სკამების დადგმა,განათების მონტაჟი და საბავშვო გასართობი კონსტრუქციების განთავსება სურთ.ბორჯომის მერიაში აცხადებენ,რომ დასასვენებელი სივრცე, სადაც სკვერის მოწყობას ითხოვენ მუნიციპალიტეტის ბალანსზე არ ირიცხება და შესაბამისად აქ სკვერის განთავსების უფლება არ აქვთ.რაც შეეხება სხვა ადგილს,ბუბა ბერიძე ამბობს,რომ ამ ეტაპზე ყვიბისში სკვერის მოწყობა არ იგეგმება.

როგორც გაირკვა,ყვიბისში სკვერის მოწყობა საკმაოდ გრძელვადიანი პერსპექტივაა, შესაბამისად ადგილობრივებს დასვენება ისევ მათ მიერ კუსტარულად მოწყობილ სივრცეში მოუწევთ.




სექტემბრიდან,დღის ცენტრ "თებეში" ფიზიოთერაპიის კაბინეტი იფუნქციონირებს
13 / აგვისტო 2019
სექტემბრიდან,დღის ცენტრ "თებეში" ფიზიოთერაპიის კაბინეტი იფუნქციონირებს
სექტემბრიდან,დღის ცენტრ "თებეში" ფიზიოთერაპიის კაბინეტი იფუნქციონირებს,რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ფიზიოთერაპიის კურსს სთავაზობს.კაბინეტი პოლონური პროგრამის,სახელწოდებით „RITA“ ფარგლებში იხსნება.პროექტი მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დიაგნოსტიკისა და რეაბილიტაციის მიდგომების გაუმჯობესებას საქართველოში.
სამსახურებრივი ავტომობილების გამოყენება დაიბეგრება
13 / აგვისტო 2019
სამსახურებრივი ავტომობილების გამოყენება დაიბეგრება
საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, სამსახურებრივი ავტომობილების გამოყენება დაიბეგრება. კანონი ძალაში 2019 წლის 1-ელი სექტემბრიდან შევა. კოდექსის მიხედვით, დაქირავებულის მიერ დამქირავებლის ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოყენებით მიღებული სარგებელი ხელფასად მიიჩნევა და იბეგრება საშემოსავლო გადასახადით, შემდეგი ოდენობით: (თანხის მოცულობა ავტომობილის ძრავის მოცულობაზე იქნება დამოკიდებული).
აშშ „მწვანე ბარათის“ მიღების შესაძლებლობას ართულებს
13 / აგვისტო 2019
აშშ „მწვანე ბარათის“ მიღების შესაძლებლობას ართულებს
აშშ-ში მცხოვრები მიგრანტებისთვის ვიზის გაგრძელებისა და მუდმივი ცხოვრების სტატუსის („მწვანე ბარათის") მიღების პირობები მკაცრდება - ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.
7 დარღვევა, რის გამოც ყველაზე მეტი მძღოლი დაჯარიმდა
12 / აგვისტო 2019
7 დარღვევა, რის გამოც ყველაზე მეტი მძღოლი დაჯარიმდა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო, გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების მე-2 კვარტლის სტატისტიკა გამოაქვეყნა.
სხვა სტატიები
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.