ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი - ოკუპაციაზე ჩვენი პასუხია - არა შეგუებას!
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველო-რუსეთის ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს. "დღეს 11 წელი შესრულდა რუსეთ-საქართველოს ომიდან. 2008 წლის ომი ქართული საზოგადოებისთვის ღია ჭრილობად რჩება. ღია ჭრილობაა იმ მშობლებისთვის, რომლებმაც ამ ომში შვილები დაკარგეს და შვილებისთვის, რომლებიც ამ ომის შედეგად მამების გარეშე იზრდებიან.როგორც მთავარსარდალი, როგორც დედა და ამ ქვეყნის ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე.ომი ღია ჭრილობაა იმ ადამიანებისთვის, რომელთა სახლი, მიწა, წინაპრების საფლავი, სალოცავები ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა. ამ ტკივილის და ყოველდღიური შეურაცხყოფის მიუხედავად ისინი გმირულად აგრძელებენ გამყოფ ხაზთან ცხოვრებას. ჩვენი და ჩემი, მოვალეობაა მათ გვერდში დგომა, და მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვა.
ოკუპაციაზე ჩვენი პასუხი მარტივია - არა შეგუებას! ჩვენ არ ვეგუებით და არ შევეგუებით არც გალსა და ახალგორში ქართველების უფლებების შელახვას, არც ჩვენი ოსი და აფხაზი მოქალაქეების შევიწროებას და არც მათი ენის და იდენტობის გათელვას.
ოკუპაციაზე ჩვენი პასუხია ასევე - პოლიტიკური და ეკონომიკური მდგრადობა, განვითარების გზის გაგრძელება. ომმა და ოკუპაციამ გეზი რომ არ და ვერ შეგვაცვლევინა...ამაშია ჩვენი უდიდესი ძალა!არ შეგუება ნიშნავს იმედის და მიზნის არ დაკარგვას.
როგორც 2005 წელს შევძელით რუსული სამხედრო ბაზების მშვიდობიანად გაყვანა საქართველოდან, მჯერა რომ შევძლებთ ოკუპაციის დასრულებას და ახალი ურთიერთობის ჩამოყალიბებას. გერმანიის მაგალითი გვიჩვენებს, რომ მუდმივი არაფერია, უიმედობაზე გამარჯვება ყოველთვის შესაძლებელია.უნდა შევძლოთ ჩვენი პარტნიორების მობილიზება, რათა კონფლიქტების გადაწყვეტა გახდეს როგორც ჩვენი, ისე მათი პრიორიტეტი. ამ ამბიციას უახლოეს მომავალში მე გავაჟღერებ გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან.ქართველებს უიმედობა არ გვახასიათებს, ამიტომ ისიც უნდა გვჯეროდეს, რომ მოვა დრო და რუსეთიც დარწმუნდება, რომ ომი, ოკუპაცია, სახელმწიფო საზღვრების უგულებელყოფა წარსულს უნდა ჩაბარდეს. დღევანდელ მსოფლიოში, სადაც გლობალური საფრთხეები და გამოწვევები ყველას გვემუქრება, სტაბილურობა აუცილებელია! არა მხოლოდ ჩვენთვის, როგორც პატარა ქვეყნისთვის, არამედ ნებისმიერი ქვეყნისთვის, თუკი მას განვითარება და საკუთარი ხალხის კეთილდღეობა სურს და აღელვებს.

მე მაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა: არ დავუშვა ის რაც საქართველოს სახელმწიფოებრიობას შეუქმნის საფრთხეს, მაქსიმალურად ავიცილოთ პროვოკაციები. ამავდროულად აუცილებელია ჩვენი ჯარის თავდაცვისუნარიანობის გაზრდა, რათა ომის ტრაგედია არასოდეს გამეორდეს, დაცული მოქალაქე წინ იყურებოდეს და დაცული ტერიტორია სტაბილური განვითარების საფუძველს გვაძლევდეს. ჩვენი გაძლიერება არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და არც არავის ემუქრება. პირიქით ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკა მტკიცე და შეუქცევადია.არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისთვის ყველაზე ძლიერი იარაღია ჩვენი ერთიანობა. ამიტომ მე ვარ და ვიქნები მთავარი მებრძოლი საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევაში.ართულ საზოგადოებაში თანხმობის გარეშე შეუძლებელია ომით ტრავმირებული და გაყოფილი აფხაზური და ოსური საზოგადოებების შემორიგება. ეს კი ერთადერთი გზაა საბოლოოდ ქვეყნის გამთლიანების.ვენ ყველამ უნდა დავძლიოთ ომის კვალი ცნობიერებაში. წარსულის გაკვეთილები გაძლიერების საფუძვლად ვაქციოთ. ორიენტირებული ვიყოთ მომავალზე.ყველა ღირსეული ქვეყანა და საზოგადოება ომის საკითხის ირგვლივ ერთიანდება. ომის საკითხი უნდა იყოს არა საზოგადოების კიდევ ერთი პოლარიზაციის და დაყოფის საფუძველი, არამედ მისი შემკვრელი.ამისათვის აუცილებელია, გადავლახოთ სიძულვილი, ავამაღლოთ კულტურის დონე და სახელმწიფოებრივი ცნობიერება.მხოლოდ და მხოლოდ ერთიანობა არის წინაპირობა სახელმწიფოს მომავალზე სწორებისა და მისი საბოლოო გამთლიანების" - აცხადებს პრეზიდენტი.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.