დაგროვებითი საპენსიო სქემა 141 000-მა ადამიანმა დატოვა
საპენსიო სქემა 141 000-მა ადამიანმა დატოვა, მათ შორის 41 000 საჯარო
მოხელეა, - ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან
სურგულაძემ განაცხადა.
როგორც სურგულაძე ამბობს, საპენსიო სქემაში ახლად გაწევრიანებულების
რიცხვი 800-ით მეტია გასულების რაოდენობაზე.
„სქემაში ჩართულ ადამიანთა რიცხვი 800-ით მეტი წასულ ადამიანთა
რიცხვზე. მაღალი მომართვიანობა გასვლაზე იყო აპრილი, მაისი, ივნისის
პერიოდში, დღეს მომართვიანობა 15 ჯერ შემცირებულია.იმ 860 000
ადამიანიდან, რომელიც 1 იანვრიდან ჩაერთვნენ საპენსიო სქემაში, მათი
რაოდენობა ვისაც უკვე გაუჩნდა სქემის დატოვების უფლება, შეეძლო
დატოვება და არ დატოვა ან მომავალში გაუჩნდება, ასეთი არის 325 000
ადამიანი.860 000 ადამიანიდან 16.5%-მა, ანუ დაახლოებით 141 000-მა
ადამიანმა დატოვა სქემა. აქედან 41 800 საჯარო მოხელეა"-განაცხადა
ლევან სურგულაძემ.