მომდევნო დღეების განმავლობაში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება
მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველოს ზოგიერთ რაიონში
მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ამის შესახებ გარემოს ეროვნული
სააგენტოს პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა, სვეტლანა ნიორაძემ
განაცხადა.
„6, 7 და 8 აგვისტოს ზოგან, დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც ხანმოკლე
წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ხვალ დღის განმავლობაში დასავლეთ
საქართველოს დაბლობში ტემპერატურა +23-28 გრადუსი იქნება, 7 აგვისტოს
კი ცოტა მოიმატებს, მოსალოდნელია +24-29 გრადუსი, ხოლო 8 აგვისტოს
ტემპერატურა +32 გრადუსამდე გაიზრდება.რაც შეეხება აღმოსავლეთ
საქართველოს, ბარში ხვალ ტემპერატურა დღის განმავლობაში +26-31
გრადუსის ფარგლებში იქნება. 7 აგვისტოს +24-29 გრადუსამდე მოიმატებს,
ხოლო 8 აგვისტოს +27-32 გრადუსია მოსალოდნელი.ხვალაც და ზეგაც
თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ტემპერატურა +28
გრადუსი იქნება, ხოლო 8 აგვისტოს მოსალოდნელია უნალექო ამინდი, +30
გრადუსის ფარგლებში“- განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.