ქართველები გერმანიაში ლეგალურად დასაქმედებიან
გერმანიაში დაახლოებით 6-7 თვის შემდეგ ამოქმედდება კანონი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმების საშუალებას მისცემს - ამის შესახებ საქართველოს ელჩმა გერმანიაში, ელგუჯა ხოკრიშვილმა განაცხადა. მან ისაუბრა საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების პრობლემის შესახებ და აღნიშნა, რომ ამ მხრივ გარკვეული წინსვლაა.

„გერმანიის ჯერ ბუნდესტაგმა, შემდეგ ზედა პალატამ, მიიღო შესაბამისი კანონი, რომელიც ამოქმედდება დაახლოებით 6-7 თვეში, და რომელიც საშუალებას მისცემს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, რომ ლეგალურად დასაქმდნენ გერმანიაში. აქ განიხილება, რომ საქართველოს მოქალაქეს ექნება უფლება, წინასწარ, გერმანიაში იპოვოს დამსაქმებელი და შემდეგ სამუშაო ვიზა მიიღოს. ასევე, ეძლევა გამარტივებულად შესაძლებლობა, მოძებნოს პროფესიული გადამზადების ადგილი, წავიდეს გერმანიაში და მიიღოს პროფესიული სწავლება. ეს კანონი აგრეთვე იძლევა საშუალებას, 6 თვის განმავლობაში ადამიანი იყოს გერმანიაში და იქვე მოძებნოს სამუშაო ადგილი. ჩვენ ვმუშაობთ კანონის თარგმანზე, რათა ეს ინფორმაცია ფართოდ მიეწოდოს საქართველოს მოქალაქეებს“ - განაცხადა ხოკრიშვილმა.

მანვე ისაუბრა სეზონური დასაქმების შესახებაც და აღნიშნა, რომ საქართველოს საელჩო გერმანიაში ამ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს.

„საელჩო აქტიურად მუშაობს სეზონურ, 3-თვიან დასაქმებაზე ზაფხულში, სოფლის მეურნეობის სექტორში. როდესაც ხდება მოსავლის აღება, გერმანელი კომპანიები ეძებენ მუშახელს, რომ წაიყვანონ 3 თვით. ჩვენ ვამოწმებთ, რა პირობებში მოუწევთ მათ ცხოვრება, როგორი იქნება მათი ჯანმრთელობის დაზღვევა, ვინ გადაიხდის ტრანსპორტის ხარჯს, როგორი იქნება ანაზღაურება, მინიმალური ხელფასი და ა.შ. ეს კომუნიკაცია რამდენიმე კომპანიასთან გვაქვს, რომლებიც მზად არიან, მომავალ წელს, შესაბამისი კრიტერიუმებით შეარჩიონ 3 000-10 000 კაცამდე და ეს სეზონური დასაქმება შედგეს“ - აღნიშნა საქართველოს ელჩმა გერმანიაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.