სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის ნოემბერში
წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი,
ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7 პროცენტი შეადგინა.
ვილნიუსის აეროპორტში მგზავრებისთვის ჩამორთმეული ნივთებისგან ნაძვის
ხე ააწყვეს. ადამინისტრაციამ გადაწყვიტა, მთავარ ნაძვის ხესთან ერთად
კიდევ ერთი ნაძვის ხე დაედგათ, რომელიც მთლიანად იმ ნივთებით არის
აწყობილი, რომელთა თვითმფრინავის ბორტზე ატანაც აკრძალულია და
მგზავრებს ჩამოართვეს.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, ბრალდებულ გიგი უგულავას
აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, რომლის
შესატანად 30 დღე მიეცა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო
სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა.
ვფიქრობ, უზენაეს სასამართლოში უვადოდ მოსამართლეების ამ
შემადგენლობის არჩევით და ამ გადაწყვეტილებით, შინაარსობრივი
თვალსაზრისით, 1-ელი ოქტომბერი მთავრდება, რადგან ეს არ არის პირველი
ოქტომბრის მონაპოვარი, - ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე
დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან აქციაზე დღეს
12 პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პირები პოლიციის
მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის მუხლებით
არიან დაკავებული.
დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტეტის
სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს უზენაესი
სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის პროცედურის
დაწყების საშუალება არ მისცა.
ბორჯომში, ინტელექტუალური თამაშების- რა? სად? როდის? მესამე
შესარჩევი ტური გაიმართა,მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა
სკოლების მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები ნახევარფინალში
გადასასვლელად იბრძოდნენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.