პროდუქტები, რომელიც ნოემბერში ყველაზე მეტად გაძვირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის ნოემბერში
წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი,
ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7 პროცენტი შეადგინა.
ამავე პერიოდში თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა წინა თვესთან
შედარებით 0.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან
შედარებით სახეზე გვაქვს სამომხმარებლო ფასების 6.3 პროცენტიანი
ზრდა.
გთავაზობთ, იმ ტოპ 10 პროდუქტის ჩამონათვალს, რომელზეც ნოემბერში,
წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ყველაზე მეტად გაიზარდა
ფასები:
ნიორი - 128.43%-ით;
წიწიბურა - 64.92%-ით;
საზამთრო - 62.79%-ით;
ვაშლი - 45.48%-ით;
მსხალი - 42.65%-ით;
ატამი - 34.85%-ით;
მწვანილი - 34.21%-ით;
ფორთოხალი - 31.15%-ით;
ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტი - 30.83%-ით.