ახალი ამბები
დაპირისპირება პარლამენტის შესასავლელთან
პარლამენტის შესასვლელთან საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს" წევრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. „ლელოს“ წევრები, მათ შორის კახა კოჟორიძე და ანა ნაცვლიშვილი პარლამენტში შესვლას და იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დასწრებას ცდილობდნენ, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოცკაციან სიას უნდა უყარონ კენჭი, რასაც მათსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

ისინი სკანდირებენ: „სირცხვილია“, „სირცხვილია“.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტთან ჟურნალისტებს განუცხადა, უზენაესი სასამართლოს არც ერთი კანდიდატი არ უნდა გამწესდეს, რადგან არც ერთი მათგანი არ აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების და კომპეტენცის კრიტერიუმებს.

„გვინდა, რომ პარლამენტში შევიდეთ კანონის ყველა ნორმის დაცვით, დაშვებულია საშვები. ჩვენს გარდა აქ არის იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი. კომიტეტის სხდომა ღიაა, თუმცა აქ დგანან პოლიციელები, რომლებიც არ გვაძლევენ შესვლის საშუალებას“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.