2019 წლის 9 თვეში სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულთა
პრემია-დანამატებზე ჯამში 167,8 მლნ ლარი გაიცა, აქედან, 4,8 მლნ
პრემიაზე, ხოლო 163 მლნ დანამატზე მოდის. ბიუჯეტის მონიტორის
სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში
პრემია-დანამატების საერთო მოცულობამ 148,3 მლნ ლარი შეადგინა.
შედეგად გამოდის, რომ წელს სახელმწიფო ხაზინას თანამდებობის პირების
პრემია-დანამატები 19,5 მლნ ლარით უფრო ძვირი დაუჯდა.