ახალი ამბები
ეკა ბესელია მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის პროცედურას აფერხებს

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის პროცედურის დაწყების საშუალება არ მისცა.

მე რომ რეგლამენტს ვწერდი, შენ პარლამენტთან მისასვლელ გზებს ეძებდი," - ამ სიტყვებით დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს ამავე კომიტეტის სხდომაზე მიმართა.

მათ შორის სიტყვიერი კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც ბესელიამ ოხანაშვილს მიუთითა, რომ იურიდიული კომიტეტი რეგლამენტის დარღვევით ჩაინიშნა სასესიო კვირაში.

"ქალბატონო ეკა, თქვენგან მიჩვეული ვართ შენიშვნებს, რომ თითქოს იურიდიული კომიტეტი რეგლამენტს ხშირად არღვევს. დღეს კომიტეტის სხდომა რეგლამენტის სრული დაცვით ჩაინიშნა. რეგლამენტის შესაბამისად, სასესიო კვირაში ნებადართულია კომიტეტის ჩანიშვნა, თუ მასზე განსახილველი საკითხი არ არის კანონპროექტი. თქვენ პოლიტიკური ინტერესი გაქვთ, ეს თქვენი არჩევანია, თუმცა ობიექტური არ ხართ," - მიმართა ოხანაშვილმა ბესელიას.

ამის შემდეგ ბესელიამ ოხანაშვილს პერსონალური შეფასებების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

"პერსონალურ შეფასებებს თავი დაანებე. მე რომ რეგლამენტს ვწერდი, შენ პარლამენტთან მისასვლელ გზებს ეძებდი," - მიმართა ბესელიამ ანრი ოხანაშვილს.ბესელია კომიტეტის თავმჯდომარის მაგიდასთან მას შემდეგ მივიდა და ანრი ოხანაშვილს გვერდით მიუჯდა, რაც ოხანაშვილმა მას მიკროფონი გამოურთო.


მცირე ინციდენტის შემდეგ, ოხანაშვილმა იურიდიული კომიტეტზე 5-წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.

პარლამენტის მანდატურებმა ჟურნალისტებს იურიდიული კომიტეტის სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.

მედიის წარმომადგენლები ცდილობენ სხდომათა დარბაზში კვლავ დაბრუნებას, თუმცა მანდატურის თანამშრომლებმა დარბაზის კარები დახურეს და ჟურნალისტებს დარბაზში არ უშვებენ.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.