ახალი ამბები
გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეეფარდა
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, ბრალდებულ გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, რომლის შესატანად 30 დღე მიეცა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, უგულავამ საგამოძიებო უწყებას უნდა ჩააბაროს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და პასპორტი.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2020 წლის 30 იანვარს დაინიშნა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა. სასამართლო პროცესი გიგი უგულავას მონაწილეობის გარეშე ჩატარდა.

შ​სს-ს ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, გიგი უგულავას და ინციდენტის ერთ-ერთ მონაწილეს ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინათ, გოკა გაბაშვილი და ინციდენტის ასევე ერთ-ერთი მონაწილე დაზარალებულად სცნეს.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი გუშინ დილას თბილისის აეროპორტში მოხდა. „ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, ორი მამაკაცი გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.