თავდასხვა გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილზე
„ევროპული საქართველოს“ ლიდერებს გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს
თავს დაესხნენ. შესაბამის ინფორმაციას პარტია ავრცელებს.
მათი ცნობით, უგულავასა და გაბაშვილთან ორი უცნობი პირი მაშინ მიიჭრა,
როცა ისინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდნენ.
ამ დროისთვის გიგი უგულავა და გოკა გაბაშვილი დაკითხვაზე იმყოფებიან.