ახალი ამბები
ლევან გოგიჩაიშვილი - მოსამართლეების ამ შემადგენლობის არჩევით, 1-ელი ოქტომბერი მთავრდება
ვფიქრობ, უზენაეს სასამართლოში უვადოდ მოსამართლეების ამ შემადგენლობის არჩევით და ამ გადაწყვეტილებით, შინაარსობრივი თვალსაზრისით, 1-ელი ოქტომბერი მთავრდება, რადგან ეს არ არის პირველი ოქტომბრის მონაპოვარი, - ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, რომ სცოდნოდა გიორგი მიქაუტაძე იქნებოდა უზენაესი სასამართლოს წევრი, ის 2016 წელს არჩევნებში მონაწილეობას „ქართულ ოცნებასთან“ ერთად არ მიიღებდა.

„ამას ვერ წარმოვიდგენდი, კოშმარულ სიზმარშიც ვერ ვნახავდით. ის ადამიანებიც დაისჯებიან ვინც ჩვენი მოქალაქეები დევნა და ისინიც, ვინც ეს ადამიანები არ დასაჯა. ჩინჩალაძე უზენაეს სასამართლოში „კლანის“ ლიდერი - ეს არ ყოფილა საერთო სახალხო დაკვეთა. საერთო სახალხო დაკვეთა იყო სამართლიანობის აღდგენა, კონკრეტული ადამიანების, დამნაშავეების დასჯა. 7 წლის თავზე კვერცხების სროლა და წყლის დასხმა კი არ იყო დაკვეთა, კონკრეტული ადამიანების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იყო, რომელიც არ განხორციელდა ძალიან ბევრი ადამიანის წინაშე. მეტსაც გეტყვით, იმ ადამიანებმა რომლებმაც ფული მოიპარეს ამ ქვეყანაში, ჩვენი საზოგადოება დევნეს, იმ ფულით ამ ქვეყანაში შოულობენ ფულს, ხსნიან ტელევიზიებს, ძღებიან და იზრდებიან,“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის ერთი ადამიანი, ის არის პოლიტიკური სტანდარტი.

„დღეს ჩვენ უზენაეს სასამართლოში უვადოდ მიქაუტაძის დაბრუნებით, ამ ქვეყანაში, სასამართლოში დავაბრუნეთ სააკაშვილი. ეს პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე რა თქმა უნდა, აქვს „ქართულ ოცნებას“. დღეს თქვენ დაამთავრებთ ამ ქვეყანაში პირველ ოქტომბერს და გააგრძელებთ უშინაარსო ხელისუფლებაში ყოფნას, რომელიც იქნება დაცლილი ყოველგვარი მორალური და ზნეობრივი კრიტერიუმებისგან. დღეს სააკაშვილის დაბრუნება სასამართლოში ნიშნავს 1-ლი ოქტომბრის დამთავრებას საქართველოში. ეს ღუმელი არის გაცხელებული და ცხელი,“ - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არამხოლოდ პარლამენტში მიიღებს კრიტიკას, არამედ მისი ელექტორატიც შემცირდება 2020 წლის არჩევნებისთვის.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.