დღის ქრონიკა
ბორჯომის პარკში ატრაქციონებით დ აუზით სარგებლობა ჯერ-ჯერობით შეზღუდულია
29 / აგვისტო 2016
ბორჯომის პარკში ატრაქციონებით დ აუზით სარგებლობა ჯერ-ჯერობით შეზღუდულია
უკვე მეოთხე დღეა ბორჯომის ცენტრალურ პარკში ბავშვები ატრაქციონებით ვერ სარგებლობენ. დამსვენებლები ვერც საცურაო აუზამდე მისვლას ახერხებენ. მიზეზი აქ არსებული ბარიერია. პარკში გარკვეულ ტერიტორიაზე შეზღუდვები მას შემდეგ დაწესდა, რაც სტიქიამ ხეები მოტეხა.
ბორჯომის პარკს ასუფთავებენ, ნაგვის ნაწილს მდინარეში ყრიან
29 / აგვისტო 2016
ბორჯომის პარკს ასუფთავებენ, ნაგვის ნაწილს მდინარეში ყრიან
ბორჯომის ცენტრალურ პარკში გაწმენდითი სამუშაოები ისევ გრძელდება. პარკს ნარჩენებისგან წმენდენ, თუმცა ნაგვის ნაწილს იქვე არსებულ მდინარე ბორჯომულაში ყრიან. ეს კადრები ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა დღეს პარკში ყოფნის დროს დააფიქსირა. მოსახლეობისთვის პარკის ზედა ნაწილში გადაადგილება ისევ შეზღუდულია. ბარიერის გადალახვისა და გადაღების უფლება პარკის ადმინისტრაციამ არც ჩვენს გადამღებ ჯგუფს მისცა. მიზეზი ვერ გავარკვიეთ, პარკის დირექტორმა ბორჯომის გამგებელთან გადაგვამისამართა, დიმიტრი ყიფიანმა ჩვენს კითხვას არ უპასუხა.
"ეს არის ჯოჯოხეთის გზა" - ვაშლოვანის მცხოვრები
29 / აგვისტო 2016
"ეს არის ჯოჯოხეთის გზა" - ვაშლოვანის მცხოვრები
გარე განათება, რომელიც არ ანათებს და გზა, რომელზეც გადაადგილება შეუძლებელია. ვაშლოვანაში მცხოვრებლები პრობლემების მოგვარებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.
8 წელი რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან
29 / აგვისტო 2016
8 წელი რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან
2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 8 წელი შესრულდა. რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო და 14 პოლიციელი. სახლები დატოვა 150 ათასამდე ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000. რუსულმა ავიაციამ საჰაერო იერიში მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განთავსებულ სამხედრო ბაზებზე.
რუსული აგრესიის სამიზნე ბორჯომიც გახდა, რუსულმა ვერტმფრენებმა ბორჯომის ტყეებში ცეცხლგამჩენი ჭურვები ჩამოჰყარეს, რამაც ლიკანის, ლიბანისა და წაღვერის ტყეებში ხანძარი გამოიწვია. სამკვირიანმა ხანძარმა ბორჯომში ტყის 950 ჰექტარი ფართობი გაანადგურა.

სამცხე-ჯავახეთში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები ცნობილია
29 / აგვისტო 2016
სამცხე-ჯავახეთში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები ცნობილია
"ქართულმა ოცნებამ" დღეს სამცხე-ჯავახეთში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ბორჯომისა და ასპინძის - გედევან ფოფხაძე, ახალციხისა და ადიგენის - გიორგი კოპაძე, ახალქალაქისა და ნინოწმინდის კი ენზელ მკოიანი იქნებიან წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში. ისინი დღეს ახალციხეში, პარტიის თავმჯდომარემ - გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა. პარტიამ მაჟორიტარობის კანდიდატები საქართველოს 7 რეგიონში უკვე დაასახელა.
"ქართული ოცნება" ხვალ სამცხე-ჯავახეთში მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს
29 / აგვისტო 2016
"ქართული ოცნება" ხვალ სამცხე-ჯავახეთში მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს
ყრილობა ახალციხეში, მესხეთის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხვალ, 7 აგვისტოს 19:00 საათზე გაიმართება. კანდიდატებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაასახელებს.
ვინ წარადგენს გამარჯვების შემთხვევაში, ახალციხე–ადიგენის, ბორჯომი–ასპინძა–ახალქალაქის ნაწილისა და ახლქალაქი–ნინოწმინდის ოლქებს საქართველოს პარლამენტში ჯერ-ჯერობით უცნობია.
დაზიანებული ისტორიული პარკი ბორჯომში დღეს გარემოს დაცვის მინისტრმა მოინახულა
29 / აგვისტო 2016
დაზიანებული ისტორიული პარკი ბორჯომში დღეს გარემოს დაცვის მინისტრმა მოინახულა
მინისტრი სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნო.მისი განცხადებით საწყის ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია,ამ ეტაპზე საჭიროა სამუშაოები ტყის შიდა ტერიტორიაზე შესრულდეს.მინისტრის განცხადებით ზარალის სრული ოდენობა ჯერ დაზუსტებული არ არის.
სტიქიის ზონა ბორჯომში გარემოს დაცვის მინისტრმა მოინახულა
29 / აგვისტო 2016
სტიქიის ზონა ბორჯომში გარემოს დაცვის მინისტრმა მოინახულა
ორჯომის ცენტრალურ პარკს გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ესტუმრა.მინისტრმა, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანთან მინდია ჯანელიძესთან ერთად სტიქიის ზონა მოინახულა.დაზიანებული პარკი სტიქიიდან 2 დღის შემდეგ დაათვალიერეს ბორჯომის მაჟორიტარმა დეპუტატმა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა.ადგილზე ტელეკომპანია "ბორჯომი"-ს გადამღები ჯგუფი მუშაობს,ვრცლად ნახეთ სიუჯეტში.
სხვა სტატიები
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.