ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს ბორჯომში. Scania-ს მარკის სატვირთო
მანქანის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი
ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. შემთხვევის დროს არავინ
დაშავებულა.
შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე
მუხლის დარღვევის გამო, მძღოლს ჯარიმა 250 ლარის ოდენობით
დაეკისრა.
ადგილზე მისულებს, მძღოლმა გადაღებაში ხელი შეგვიშალა, სიტყვიერი
შეურაცხყოფა მოგვაყენა, ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობაში კი პატრულის
თანამშრომლებმა და იქ მყოფებმა შეუშალეს ხელი.