"ქართული ოცნება" ხვალ სამცხე-ჯავახეთში მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს
ყრილობა ახალციხეში, მესხეთის პროფესიული სახელმწიფო დრამატული
თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხვალ, 7 აგვისტოს 19:00 საათზე
გაიმართება. კანდიდატებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი
კვირიკაშვილი დაასახელებს.
ვინ წარადგენს გამარჯვების შემთხვევაში, ახალციხე–ადიგენის,
ბორჯომი–ასპინძა–ახალქალაქის ნაწილისა და ახლქალაქი–ნინოწმინდის
ოლქებს საქართველოს პარლამენტში ჯერ-ჯერობით უცნობია.