დღის ქრონიკა
აგვისტოში ყველაზე მეტი შემოწირულობა "ქართულმა ოცნებამ" მიიღო
12 / სექტემბერი 2016
აგვისტოში ყველაზე მეტი შემოწირულობა "ქართულმა ოცნებამ" მიიღო
პოლიტიკური პარტიების აგვისტოს თვის შემოწირულობები ასე გამოიყურება
ქართული ოცნება 5 593 420 ლარი
მოძრაობა-სახელმწიფო ხალხისთვის 662 014 ლარი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 475 824 ლარი
საქართველოს პატრიოტთა ალიანსი 267 207 ლარი
თავისუფალი დემოკრატები 115 550 ლარი
გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა 107 996 ლარი
ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი 86 366 ლარი
სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო 52 999 ლარი
ჩვენი სამშობლო 50 000 ლარი
საქართველოს რესპუბლიკური პარტია 20 731 ლარი
საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია 17 800 ლარი
ეროვნული ფორუმი 12 020 ლარი
საქართველოს მშვიდობისათვის 6 370 ლარი
საქართველოს ლეიბორისტული პარტია 5 000 ლარი
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია 576 ლარი
ქართული დასი 125 ლარი
თავისუფალი საქართველო 15 ლარი
დღის ქრონიკა - 7 სექტემბერი
07 / სექტემბერი 2016
დღის ქრონიკა - 7 სექტემბერი
1. იცნობენ თუ არა ბორჯომში მაჟორიტარობის კანდიდატებს;
2. წაღვერში ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებენ - შეხვედრა ზურა ხაჩიძესთან;
3. ვისი გადაწყვეტილებით შენდება ნარჩენების შემკრები სადგური სოფელ დაბასთან;
4. წინასაარჩევნო დებატები რეგიონული ამომრჩევლის ინფორმირებისათვის;
5. "სახლიდან ვერ გამოვდივარ" - უპატრონო ძაღლისგან შეშინებული მოქალაქე.
იცნობენ თუ არა ბორჯომში მაჟორიტარობის კანდიდატებს
07 / სექტემბერი 2016
იცნობენ თუ არა ბორჯომში მაჟორიტარობის კანდიდატებს
საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ბორჯომი-ასპინძის N45-ე მაჟორიტარულ ოლქში 7 კანდიდატია დასახელებული. იციან თუ არა ამომრჩევლებმა ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ვინაობა. შეკითხვით ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა ქალაქის რამდენიმე უბანი შემოიარა.
07 / სექტემბერი 2016
ვისი გადაწყვეტილებით შენდება ნარჩენების შემკრები სადგური სოფელ დაბასთან
დაბისა და წაღვერის მოსახლეობის პროტესტის შემდეგ დავინტერესდით ვინ, რას და რატომ აშენებს სოფ. დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღმოჩნდა, რომ ტერიტორია მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას გადაეცემა და აქ ნარჩენების შემკრები და გადამზიდი სადგური ნამდვილად აშენდება. აღნიშნულ საკითხზე განმარტებას ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აკეთებენ.
"სახლიდან ვერ გამოვდივარ" - უპატრონო ძაღლისგან შეშინებული მოქალაქე
07 / სექტემბერი 2016
"სახლიდან ვერ გამოვდივარ" - უპატრონო ძაღლისგან შეშინებული მოქალაქე
ქალაქის ქუჩებში მომრავლებული ძაღლები და დაუცველი მოსახლეობა. ბორჯომში, უპატრონო ძაღლები კვლავ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება. უკვე 4 დღეა, ეს პრობლემა განსაკუთრებით აწუხებთ ჩარხისწყალზე, ნიკოლაძის ქუჩაზე მცხოვრებლებს. ლეილა გელაშვილმა დახმარების თხოვნით ტელეკომპანია "ბორჯომს" მიმართა.
დღის ქრონიკა - 6 სექტემბერი
06 / სექტემბერი 2016
დღის ქრონიკა - 6 სექტემბერი
1. ბურჯანაძეს დეპუტატობის კანდიდატი ბორჯომი-ასპინძის ოლქშიც ეყოლება;
2. წვიმის დროს ყვიბისში მოსახლეობას ეზოები და სარდაფები ეტბორება;
3. მედიამონიტორინგის შუალედური შედეგების თანახმად, მაუწყებელთა ნაწილის ეთერში გარკვეული დარღვევები დაფიქსირდა;
4. ხვალ, ბორჯომში 800-მდე აბონენტს წყალმომარაგება შეუწყდება

ბურჯანაძეს დეპუტატობის კანდიდატი ბორჯომი-ასპინძის ოლქშიც ეყოლება
06 / სექტემბერი 2016
ბურჯანაძეს დეპუტატობის კანდიდატი ბორჯომი-ასპინძის ოლქშიც ეყოლება
კიდევ ერთი დეპუტატობის კანდიდატი ბორჯომი-ასპინძის საარჩევნო ოლქში. საარჩევნო ბლოკის "ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის" სახელით #45 საარჩევნო ოლქში კენჭს ამირან ტყეშელაშვილი იყრის. ტყეშელაშვილი პროფესიით მშენებელ-ინჟინერია. 1985 წლიდან მუშაობდა დაბა ბაკურიანში, ტურისტული ცენტრის "მზიური ველის" დირექტორად. იყო "ბორჯომი გაზის" გენერალური დირექტორი, 2013 წლიდან კი შპს "ვიპსერვისში" მთავარი ინჟინერია. ტყეშელაშვილი პარტიის მთავარ ღირებულებებზე საუბრობს.
დღის ქრონიკა - 5 სექტემბერი
05 / სექტემბერი 2016
დღის ქრონიკა - 5 სექტემბერი
1. არჩევნების გაშუქება ტელეკომპანია "ბორჯომში";
2. ბლოკმა "პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისათვის" ბორჯომი-ასპინძის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დაასახელა;
3. ლეიბორისტულმა პარტიამ ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარობის კანდიდატი დაასახელა;
4. ბორჯომი-ასპინძის ოლქში ოფიციალურად ერთი დეპუტატობის კანდიდატი დარეგისტრირდა.

არჩევნების გაშუქება ტელეკომპანია "ბორჯომში"
05 / სექტემბერი 2016
არჩევნების გაშუქება ტელეკომპანია "ბორჯომში"
საინფორმაციო პროგრამა "დღის ქრონიკა" დღეიდან ყოველ სამუშაო დღეს, დღეში სამჯერ გავა ეთერში. გამომდინარე იქიდან, რომ წინასაარჩევნო პერიოდია სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად გამოშვებები ძირითადად ფოკუსირებული იქნება საარჩევნო თემებზე.
რამდენიმე დღეში კი ტ.კ "ბორჯომის" ინტერნეტმომხმარებელს ინფორმაციის მიღება ჩვენი ახალი ვებ-გვერდის საშუალებით შეეძლება.
 ლეიბორისტულმა პარტიამ ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარობის კანდიდატი დაასახელა
05 / სექტემბერი 2016
 ლეიბორისტულმა პარტიამ ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარობის კანდიდატი დაასახელა
საქართველოს ლეიბორისტული პარტიიდან ბორჯომსა და ასპინძაში კენჭს გიორგი გიუაშვილი იყრის. მისი წარდგენა პარტიის ცენტრალურ ოფისში მოხდა. გიუაშვილი 2014 წლიდან ლეიბორისტული პარტიის ლიდერია ბორჯომში. ის ამჯერად ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია. დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს უახლოეს მომავალში გეგმავს. პარტიას ოფისი ბორჯომში ჯერ არ გაუხსნია.

სხვა სტატიები
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.