8 წელი რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან
2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 8 წელი შესრულდა. რუსული
ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე,
169 სამხედრო და 14 პოლიციელი. სახლები დატოვა 150 ათასამდე
ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000. რუსულმა ავიაციამ
საჰაერო იერიში მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განთავსებულ
სამხედრო ბაზებზე.
რუსული აგრესიის სამიზნე ბორჯომიც გახდა, რუსულმა ვერტმფრენებმა
ბორჯომის ტყეებში ცეცხლგამჩენი ჭურვები ჩამოჰყარეს, რამაც ლიკანის,
ლიბანისა და წაღვერის ტყეებში ხანძარი გამოიწვია. სამკვირიანმა
ხანძარმა ბორჯომში ტყის 950 ჰექტარი ფართობი გაანადგურა.