დღის ქრონიკა
სტიქიამ ახალდაბაც დააზარალა
26 / აგვისტო 2016
სტიქიამ ახალდაბაც დააზარალა

5 აგვისტოს, ძლიერი წვიმა ახალდაბაში დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში გაგრძელდა, დაიტბორა რამდენიმე ქუჩა. რუსთაველის ქუჩაზე, ტყიდან წამოსულმა ნიაღვარმა და ქვა-ღორღმა გზა ჩახერგა, რისი გაწმენდაც მალევე მოხერხდა. აღნიშნული ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში ქეთი ლომიძემ გაავრცელა.

"დღის ქრონიკა" - 5 აგვისტო
26 / აგვისტო 2016
"დღის ქრონიკა" - 5 აგვისტო

1. განადგურებული ნივთები და საკვები პროდუქტი - სტიქიის მეორე დღე რუსთაველის ქუჩაზე;

2. სტიქიამ ბორჯომის უბნები: ლიკანი, ახალი უბანი, არდაგანი, ჩარხისწყალი დააზარალა;

3. სტიქიისგან დაზიანებული ინფრასტრუქტურა ბორჯომის ცენტრალურ პარკში;

4. დაბა წაღვერში ისევ იწვიმა;

5. სეტყვამ სოფელი სადგერი მეორედ დააზარალა, სტიქია იყო ცემშიც;

6. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა ბორჯომში;

7. ბორჯომის ცენტრალური პარკი სტიქიისგან დაზიანებული ხეებისგან იწმინდება;

8. ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხები სტიქიის შედეგებისთვის გადანაწილდება;

9. ბორჯომის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი ყოველდღე იმუშავებს

შსს-ს თანამშრომლები ბორჯომში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში
26 / აგვისტო 2016
შსს-ს თანამშრომლები ბორჯომში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ქალაქ ბორჯომში, ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად დატბორილ სახლებსა და ქუჩებში სამაშველო, ამოტუმბვით და გაწმენდით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ. შსს-ს თანამშრომლებმა ბორჯომის ცენტრალური პარკიდან და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ე.წ. გოგირდის აბანოებიდან 40-მდე მოქალაქის ევაკუაცია განახორციელეს. ბორჯომში მობილიზებულ იქნა დამატებითი საპოლიციო და სამაშველო ჯგუფები სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სხვა ქალაქებიდან. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, 200-მდე შეტყობინებაზე მოახდინეს ოპერატიული რეაგირება.

გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება ბორჯომის ცენტრალურ პარკში, ბორჯომის პლატოზე, დაბა წაღვერსა და სადგერში. ბორჯომის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე, მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით, გადადგილება შეზღუდულია.

გზის გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა ბორჯომი-წაღვერის და ბორჯომი-სადგერი-ცემი-ტბა-პლატოს მიმართულებით, სადაც ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია და გზა ჩახერგა.

ამ ეტაპზე, საავტომობილო გზებზე მოძრაობა აღდგენილია. ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეზღუდულია მხოლოდ ბორჯომი-სადგერის მიმართულებით, სადაც ჩახერგილი გზის აქტიური გაწმენდა მიმდინარეობს.

სეტყვამ სოფელი სადგერი მეორედ დააზარალა
26 / აგვისტო 2016
სეტყვამ სოფელი სადგერი მეორედ დააზარალა

სტიქიამ სოფელი სადგერი მეორედ დააზარალა. უხვმა ნალექმა დააზიანა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და საცხოვრებელი სახლების სახურავები. სახურავები და ნათესები დაზიანდა ცემშიც. ადგილობრივები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.

 ბორჯომის ცენტრალური პარკი სტიქიისგან დაზიანებული ხეებისგან იწმინდება
26 / აგვისტო 2016
 ბორჯომის ცენტრალური პარკი სტიქიისგან დაზიანებული ხეებისგან იწმინდება
სტიქიის შედეგად დაზიანებული ხეებისგან ტერიტორიის გაწმენდა მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდ ცენტრალურ პარკში. სამუშაოებში ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის წარმომადგენლები ჩაერთვნენ. ადგილზე სულ 135 თანამშრომელი მუშაობდა.
დაბა წაღვერში დღეს ისევ იწვიმა
26 / აგვისტო 2016
დაბა წაღვერში დღეს ისევ იწვიმა

ტყიდან წამოსულმა ნიაღვარმა გუშინ წაღვერის ცენტრალური გზა დატბორა. გზისგაწმენდითი სამუშაოები გვიან ღამით დაიწყო და საავტომობილო მოძრაობის აღდგენა რამდენიმე საათში მოხერხდა.წაღვერში ძლიერი წვიმა და სეტყვა დღეს საღამოს საათებშიც განმეორდა.

ბორჯომის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი ყოველდღე იმუშავებს
26 / აგვისტო 2016
ბორჯომის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი ყოველდღე იმუშავებს
ბორჯომის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი კვირაში 7 დღე იმუშავებს. ეს საკითხი დღეს საკრებულოს სხდომაზე განიხილეს. ცენტრში ერთის ნაცვლად ორი თანამშრომელი იმუშავებს, რომლებიც ტურისტებს შაბათ-კვირასაც მოემსახურებიან. ცენტრი ამჯერად 10-დან 18 საათამდე მუშაობს, იგეგმება სამუშაო საათების გაზრდაც.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხები სტიქიის შედეგებისთვის გადანაწილდება
26 / აგვისტო 2016
ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხები სტიქიის შედეგებისთვის გადანაწილდება
ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხები სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად გადანაწილდება. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა აღნიშნულ საკითხს დღეს სხდომაზე უყარეს კენჭი. ცვლილებები შევიდა 2016 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში.

სტიქიამ რუსთაველის ქუჩაზე კორპუსს სახურავი ნაწილობრივ გადახადა
26 / აგვისტო 2016
სტიქიამ რუსთაველის ქუჩაზე კორპუსს სახურავი ნაწილობრივ გადახადა
გუშინ, სტიქიამ რუსთაველის ქუჩის პირველ შესახვევში, ბინა #5-ს სახურავი ნაწილობრივ გადახადა. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ. აღნიშნული ფოტო და ინფორმაცია ტელეკომპანია "ბორჯომს" სოციალური ქსელის საშუალებით - ტატო კურტანიძემ მიაწოდა.

სხვა სტატიები
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.