დღის ქრონიკა
ვინ იყრის კენჭს ბორჯომი-ასპინძის ოლქში ბურჭულაძის პარტიიდან
05 / სექტემბერი 2016
ვინ იყრის კენჭს ბორჯომი-ასპინძის ოლქში ბურჭულაძის პარტიიდან
ბლოკმა "პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის" ბორჯომი-ასპინძის ოლქში კანდიდატი დაასახელა, #45 მაჟორიტარულ ოლქში ბურჭულაძის სახელით კენჭს ასპინძელი კახა ბერიძე იყრის.
ბერიძე სხვადასხვა წლებში ახალციხის გამგებლის მოადგილე და საკრებულოს თავმჯდომარე იყო, ასევე წლწბის განმავლობაში მუშაობდა სამედიცინო და სოც. დაზღვევის სფეროში. განათლებით ექიმი და სამართალმცოდნეა.
ბორჯომი, ასპინძა, ახალქალაქის მოსახლეობასთან შეხვედრებს და აქტიური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას ბერიძე 8 სექტემბრიდან გეგმავს.
ბორჯომი-ასპინძის ოლქში ოფიციალურად ერთი დეპუტატობის კანდიდატი დარეგისტრირდა
05 / სექტემბერი 2016
ბორჯომი-ასპინძის ოლქში ოფიციალურად ერთი დეპუტატობის კანდიდატი დარეგისტრირდა
ბორჯომი-ასპინძის #45 მაჟორიტარულ ოლქში ამ დროისთვის (5.09.2016) ოფიციალურად რეგისტრაცია პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის, მხოლოდ ერთმა კანდიდატმა გაიარა. კანდიდატი საარჩევნო ბლოკმა "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიულმა მოძრაობამ" დაარეგისტრირა.
პოლიტიკურ პარტიებს კანდიდატების ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარსადგენად დრო 8 სექტემბრამდე აქვთ.

27 782 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა
30 / აგვისტო 2016
27 782 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა
წელს სტუდენტი 27 782 აბიტურიენტი გახდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სახელმწიფო გრანტი მიიღო 6 500-მა აბიტურიენტმა, ხოლო 4 000-მდე იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა, სადაც სწავლას სახელმწიფო სრულად აფინანსებს.

მათივე ცნობით, ჩარიცხულია გამოცდებზე გამოცხადებული აბიტურიენტების 74%-ზე მეტი.
ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს, 12:00 საათზე გამოქვეყნდა.
ბორჯომის "გოგირდის აბანოები" ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა
30 / აგვისტო 2016
ბორჯომის "გოგირდის აბანოები" ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა
კონომიკის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს ბორჯომის საკრებულომ მიიღო.
პაატა ბურჭულაძის პარტია ბორჯომში კოორდინატორმა დატოვა
30 / აგვისტო 2016
პაატა ბურჭულაძის პარტია ბორჯომში კოორდინატორმა დატოვა
პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური გაერთიანება ”სახელმწიფო ხალხისთვის” ბორჯომის დამკვირვებელთა კოორდინატორმა დატოვა. თემურ ლურსმანაშვილი პარტიიდან წასვლის მიზეზად ასახელებს, რომ პოლიტიკური გაერთიანება ,,პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” ვაშაძე-ჯაფარიძე-კაციტაძის პოლიტიკურ პლადფორმას შეუერთდა.
სხვა სტატიები
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.