საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს და
მოსახლეობას მიმართავს, რომ ტემპერატურის ვარდნის გამო, საქართველოს
მასშტაბით, ტბებსა და წყალსაცავებზე შეინიშნება ყინულის სხვადასხვა
სისქის ფენა და მათზე ნებისმიერი ფორმით გადაადგილება აკრძალულია.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, კორონავირუსი
„დიდი საფრთხეა მთელი მსოფლიოსთვის“. ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა ამის
შესახებ შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც 400- ზე მეტი მკვლევარი და
ექსპერტი ესწრებოდა.
აშშ-ის საელჩო იმედგაცრუებულია იმით, რომ ოპოზიციის ლიდერის მიმართ
გუშინ გამოტანილი განაჩენისა და თავისუფლების აღკვეთის დრო და
კონტექსტი დიალოგს რისკის ქვეშ აყენებს, - ამის შესახებ საქართველოში
აშშ-ს საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.
მთავარი ქვაკუთხედი ამ კოდექსის არის ის, რომ ჩვენ ეტაპობრივად
გავაუქმოთ სოციალური ჭრა და გადავიდეთ მდგრად მეურნეობებზე - ამის
შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო
დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა განაცხადა. თუმცა მისივე
თქმით, სოციალური ჭრის გაუქმება არ ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობას
ტყეზე და ტყის რესურსებზე ხელმისაწვდომობა ეკარგება.
ლანჩხუთში "ნისანის" მარკის მინივენი ახალგაზრდა მამაკაცს იმ დროს
დაეჯახა, როცა ის ქალაქის ცენტრში გზის გადაჭრას ცდილობდა. როგორც
გაირკვა, ორივე მათგანი ეგვიპტის მოქალაქეა. ადგილზე მობილიზებული იყო
საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. მამაკაცი კლინიკაში იქნა
გადაყვანილი. მას სახეზე და ფეხზე მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა.
გიგი უგულავას ადვოკატს ბექა ბასილაიას, სასამართლოს განჩინება
გადაეცა. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ბექა ბასილაიამ განაცხადა,
მასში "არანაირი დასაბუთება წარმოდგენილი არ აქვთ და ფარატინა
ფურცლებით უშვებენ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ციხეში".
საქართველოს პრეზიდენტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ემიგრაციის წარმომადგენლის, ექიმ
„ვახტანგ ღამბაშიძის ალბომის" პრეზენტაციას დაესწრო და მოწვეულ
სტუმრებს სიტყვით მიმართა. სალომე ზურაბიშვილმა ვახტანგ ღამბაშიძის
მოღვაწეობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ
მისი, როგორც პედაგოგიური ასევე, პრაქტიკოსი ექიმის საქმიანობა ძალიან
დასაფასებელია.
ხელისუფლებამ ქვეყანაში მოსპო შეთანხმებებისა და მოლაპარაკებების
სივრცე. ამიტომ, ოპოზიციას შეუძლია მიიღოს ერთადერთი გადაწყვეტილება,
რომ დღეიდან, გიგი უგულავას განაჩენის დადგომის მომენტიდან, წყდება
ყოველგვარი მოლაპარაკება, ის დასრულებულია, - ამის შესახებ „ევროპული
საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.