ახალი ამბები
"კურორტ ცემის გაცოცხლება უნდა შევძლოთ" - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ემიგრაციის წარმომადგენლის, ექიმ „ვახტანგ ღამბაშიძის ალბომის" პრეზენტაციას დაესწრო და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. სალომე ზურაბიშვილმა ვახტანგ ღამბაშიძის მოღვაწეობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი, როგორც პედაგოგიური ასევე, პრაქტიკოსი ექიმის საქმიანობა ძალიან დასაფასებელია. პრეზიდენტის განცხადებით, ვახტანგ ღამბაშიძის ოჯახის უნივერსიტეტისგან გამიჯვნა შეუძლებელია, რადგან, ის მჭიდროდ იყო დაკავშირებული პირველ ქართულ უნივერსიტეტთან. თავად ვახტანგ ღამბაშიძე და მისი მეუღლე საკუთარი განცხადების საფუძველზე უსასყიდლოდ კითხულობდნენ ლექციებს უნივერსიტეტში, მათი ქალიშვილი მედეა ღამბაშიძე - ნიკოლაძე კი, უნივერსიტეტის პირველი სტუდენტი იყო და დღესაც შემორჩენილია მისი პირველი სტუდენტის ბარათი.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქვეყნოდ ცნობილმა ექიმმა ვახტანგ ღამბაშიძემ კურორტი ცემი დააარსა, პირველი ბალნეოლოგიური კურორტი და მან პირველი ნაბიჯი გადადგა ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის, რადგან მედიცინა, კურორტები, ბალნეოთერაპია საქართველოს მომავალია და ძალიან საინტერესოა ის, რომ ვახტანგ ღამბაშიძე ამას ხედავდა. ჩვენ კი, ახალი ხედვით მისი წამოწყებული საქმის გაცოცხლება შეგვიძლია.

წიგნში გამოქვეყნებულია ცნობილ ქართველ და უცხოელ მოღვაწეთა მიერ სანატორიუმ "პატარა ცემის" შთაბეჭდილებათა წიგნში 1904 -1946 წლებში გაკეთებული უნიკალური ჩანაწერები.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ვახტანგ ღამბაშიძის ოჯახი ასევე გამორჩეული იყო საფრანგეთის ემიგრაციაში. მისი და ემიგრაციის ნაწილის მოღვაწეობა კარგად ჩანს დღეს წარმოდგენილ წიგნში.

"მათ ბინაში, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს, იმართებოდა საფრანგეთის ემიგრაციის წარმომადგენლების ის მნიშვნელოვანი შეკრებები, რომლის ირგვლივაც ცოცხლობდა ემიგრაცია.

მე კარგად მახსოვს მათი შვილები და შვილიშვილები და შეიძლება ითქვას, მათთან გავიზარდე. ჩვენი ოჯახები, ნიკოლაძეების სხვადასხვა შტოები, ძალიან დაახლოებულნი იყვნენ მათთან", - განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და წიგნის შემქმნელებს გაწეული სამუშაოსათვის მადლობა გადაუხადა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.