ლანჩხუთში, ეგვიპტის მოქალაქე მანქანით ეგვიპტის მოქალაქეს დაეჯახა
ლანჩხუთში "ნისანის" მარკის მინივენი ახალგაზრდა მამაკაცს იმ დროს
დაეჯახა, როცა ის ქალაქის ცენტრში გზის გადაჭრას ცდილობდა. როგორც
გაირკვა, ორივე მათგანი ეგვიპტის მოქალაქეა. ადგილზე მობილიზებული იყო
საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. მამაკაცი კლინიკაში იქნა
გადაყვანილი. მას სახეზე და ფეხზე მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე 276-ე მუხლის მეორე ნაწილით არის
აღძრული,რაც ავტომობილის ან მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების
ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის
ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.