"კორონავირუსი დიდი საფრთხეა მთელი მსოფლიოსთვის“- ტედროს გებრეისუსი
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, კორონავირუსი
„დიდი საფრთხეა მთელი მსოფლიოსთვის“. ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა ამის
შესახებ შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც 400- ზე მეტი მკვლევარი და
ექსპერტი ესწრებოდა.
„შემთხვევების 99% ჩინეთში ფიქსირდება, რაც საგანგებო მდგომარეობაა ამ
ქვეყნისთვის, მაგრამ ვირუსი ძალიან დიდი საფრთხეს წარმოადგენს მთელი
დანარჩენი მსოფლიოსთვის“ - განაცხადა ადჰანომ გებრეისუსმა.
მისივე თქმით, ასეთ დროს უმნიშვნელოვანესია სოლიდარობა.
„ახლა მთავარია სოლიდარობა, სოლიდარობა და სოლიდარობა... ამ ეპიდემიის
დასამარცხებლად საჭიროა ინფორმაციის ღიად და სამართლიანად
გაზიარება“-დასძინა გებრეისუსმა.