ახალი ამბები
ტყეებში სოციალური ჭრები აღარ განხორციელდება
მთავარი ქვაკუთხედი ამ კოდექსის არის ის, რომ ჩვენ ეტაპობრივად გავაუქმოთ სოციალური ჭრა და გადავიდეთ მდგრად მეურნეობებზე - ამის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა განაცხადა. თუმცა მისივე თქმით, სოციალური ჭრის გაუქმება არ ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობას ტყეზე და ტყის რესურსებზე ხელმისაწვდომობა ეკარგება. „ჩვენ უნდა გვქონდეს აღრიცხული, თუ რა ქონებას ვფლობთ, უნდა ჩავატაროთ ინვენტარიზაცია. შემდეგ მეტყევეები და სპეციალისტები გადაწყვეტენ, აქედან რა უნდა მოიჭრას. შემდეგ დახარისხდეს და აქედან გაირკვეს, რომელია სამასალე, ნახევრადსამასალე, საშეშე და ბიომასალა. მერქანის განთავსება მოხდება მუნიციპალიტეტებში არსებულ საქმიან ეზოებში, აქ უკვე მოქალაქეებს ეტაპობრივად პროცესზე გადასვლის შემდეგ საშუალება ექნებათ ადგილზე შეიძინონ პირდაპირი ყიდვისა თუ აუქციონის წესით სასურველი მერქანი. უნდა განვმარტოთ, რომ აქამდე მაღალმთაში დაშვებული იყო 15 კუბური მეტრი შეშის მოჭრა, ბარში - 7. ახალი რეგულაციით კი, ეს იხსნება, რადგან, მასალა საქმიან ეზოებში განავსდება“, - განაცხადა კარლო ამირგულაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრომ ტყის ახალი კოდექსი შეიმუშავა. სატყეო სექტორის მართვის განახლებული ინსტიტუციური მოდელი ითვალისწინებს ისეთ ასპექტებს, როგორიცაა ტყის რესურსების რეკრეაციული გამოყენების სტიმულირება და სოფლის განვითარებაში ტყეების როლის ზრდა. აღნიშნული კოდექსის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე. მათ შორის, სავალდებულო ხდება ტყის მართვაში მეტყევისა და სატყეო საქმის სპეციალისტების მონაწილეობა, რაც რეგიონში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდასა და მიგრაციის პრობლემებს მოგვარებას შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია ისიც, რომ კოდექსის ფარგლებში უქმდება ხე-ტყის დამზადების გრძელვადიანი ლიცენზიების გაცემა, რაც ლიცენზიანტების მიერ გარემოსთვის მიყენებული ზარალითაა გამოწვეული. ცნობისათვის, ტყის ახალი კოდექსი პარლამენტმა პირველივე მოსმენით 2019 წლის ნოემბერში განიხილა, მეორე საპარლამენტო მოსმენა 12 თებერვალს გაიმართება.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.