ხაშური-ბორჯომის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის
შედეგად, დაშავებული ქალი ხაშურის საავადმყოფოდან რეფერალურ ჯგუფს
მცხეთაში გადაჰყავს. ახალგაზრდა ქალს, რომელსაც წყლიდან ამოყვანისას
გულის გაჩერება დაუფიქსირდა, ხაშურის საავადმყოფოში გადაყვანისას
ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად გული აუმუშავდა,
თუმცა, მისი მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა.