27 782 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა
წელს სტუდენტი 27 782 აბიტურიენტი გახდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის
ინფორმაციით, სახელმწიფო გრანტი მიიღო 6 500-მა აბიტურიენტმა, ხოლო 4
000-მდე იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა, სადაც სწავლას
სახელმწიფო სრულად აფინანსებს.
მათივე ცნობით, ჩარიცხულია გამოცდებზე გამოცხადებული აბიტურიენტების
74%-ზე მეტი.
ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს, 12:00 საათზე
გამოქვეყნდა.