პირადობის ელექტრონული მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია დაიწყო
16:35 / 10.07.2019
1 ივლისიდან, გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის პირადობის
ელექტრონული მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია დაიწყო.აქციის მიზანი
საარჩევნო სიიების სრულყოფა, სააგენტოს მონაცემთა ბაზების დახვეწა და
მოქალაქეების თანამედროვე-სანდო ელექტრონული დოკუმენტით
უზრუნველყოფაა. მოქალაქეებს აქციით სარგებლობა მხოლოდ ერთხელ
შეუძლიათ. ისინი თავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობის, ისე
ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან. სურვილის შემთხვევაში აქციით
ისარგებლებენ საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქეები და საქართველოს ის
მოქალაქეები, რომელთაც 2021 წლის პირველ იანვრამდე უსრულდებათ 18
წელი.
2020 წლის პირველ ნოემბრამდე პირადობის მოწმობის უსასყიდლოდ
მიღება შეუძლიათ პირებს, თუ:
✅ მათ სახელზე 2019 წლის 1 ივლისამდე საქართველოს მოქალაქის პირადობის
დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი არ ყოფილა გაცემული;
✅ მათზე გაცემული პირადობის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი 2019
წლის 1 ივლისამდეა გაუქმებული ან უქმდება 2020 წლის 1 ნოემბრამდე;
✅ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოსურათები
გამოუსადეგარია (უხარისხოა) ან საერთოდ არ ინახება სააგენტოს
მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში;
✅ რეგისტრაციიდან არიან მოხსნილნი, გაუქმებული აქვთ პირადობის მოწმობა
და აქციის ფარგლებში დარეგისტრირდებიან კორექტულ მისამართზე;
✅ მისამართის გარეშე არიან რეგისტრირებულნი, აქვთ გაუქმებული
პირადობის მოწმობა და დარეგისტრირდებიან კონკრეტულ მისამართზე;
✅ რეგისტრირებულნი არიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არ
ფლობენ იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსს, ამასთან, გაუქმებული
აქვთ პირადობის მოწმობა და დარეგისტრირდებიან საქართველოს
კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ კონკრეტულ მისამართზე.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.