გუგუტიანთკარში 3 დღით შეჩერებული ბორდერიზაციის პროცესი განახლდა
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარში, საოკუპაციო ძალების
წარმომადგენლებმა ე.წ. ბორდერიზაციის სამუშაოები განაახლეს.
აღსანიშნავია, რომ ე.წ. სასაზღვრო ბარიერების მონტაჟი 3 დღის
განმავლობაში შეჩერებული იყო.
რუსული საჯარისო დანაყოფის წარმომადგენლები გუგუტიანთკარის განაპირას
7 აგვისტოს გამოჩნდნენ და ლითონის ბოძები განათავსეს, 14 აგვისტოს კი,
საფორთიფიკაციო ნაგებობების მონტაჟი დაიწყეს, რის შედეგადაც გივი
რაზმაძის სახლი, რომელიც 2008 წლის ომის დროს დაზიანდა და
მავთულხლართებით შუაზე იყო გაყოფილი, მთლიანად მოექცა ოკუპირებულ
ტერიტორიაზე. რამდენიმე ოჯახს კი, მიწის ნაკვეთზე წვდომა შეეზღუდა.