ახალი ამბები
ა.ო "მწვანე ბორჯომი" ქვაბისხევში ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს

ა.ო "მწვანე ბორჯომმა" ა.ო "სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრთან"  ერთად ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, სახელწოდებით: "ქვაბისხევის ტყეზე მავნე ზეგავლენის შემცირება ენერგოეფექტური საშუალებების დანერგვით და გარემოსდაცვითი კამპანიების წარმოებით".პროექტის ფარგლებში, ქვაბისხევში 8 ბენეფიციარი ოჯახი შეირჩევა და მათ ენერგოეფექტური ღუმელები და მზის ჰელიო სისტემის წყლის გამაცხელებლები გადაეცემათ.

აღნიშნული პროექტი, ქვაბისხევში ა.ო "მწვანე ბორჯომის" უკვე განხორციელებული პროექტის ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს.რომლის ფარგლებშიც, სოციალურად დაუცველ ოჯახებს ქვაბისხევში 10 ენერგოეფექტური ღუმელი გადაეცათ,ასევე მცირე ტურისტულ ბიზნესში ჩართულ 4 ოჯახს,კერძოდ საოჯახო სასტუმროებს,საკალმახესა და ღვინის მარანს ქსელში ჩართული მზის ჰელიო-სისტემები დაუმონტაჟდათ.

პროექტი დაფინანსებულია, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში.პროექტის ხანგრძლივობა 6 თვეს შეადგენს.





Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.