საზოგადოება
სექტემბრამდე სასწავლო პროცესის აღდგენა არ იგეგმება
02 / მაისი 2020
სექტემბრამდე სასწავლო პროცესის აღდგენა არ იგეგმება
'ჩვენთან ოჯახის სტრუქტურა ისეა მოწყობილი, რომ ხშირად, ერთ ოჯახში, ფაქტობრივად რამდენიმე თაობა ცხოვრობს, სკოლაში, თუ უნივერსიტეტებში მოსწავლეებისა და სტუდენტების სიარული, რომლებიც შემდგომ ამ ოჯახებში უნდა დაბრუნდნენ, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან" - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 105 ფაქტი გამოავლინა
02 / მაისი 2020
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 105 ფაქტი გამოავლინა
"ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 105 ახალი ფაქტი გამოვლინდა" - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
ამ ეტაპზე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვების მოხსნა არ განიხილება
02 / მაისი 2020
ამ ეტაპზე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვების მოხსნა არ განიხილება
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განაცხადებით, ამ ეტაპზე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვების მოხსნა არ განიხილება, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი სოციალური დისტანციის დაცვის თვალსაზრისით, ყველაზე მეტ საფრთხეს შეიცავს. მისივე თქმით, კაფეების, რესტორნების, სავაჭრო ცენტრების, როგორც ხალხმრავლობის თვალსაზრისით განსაკუთრებით საფრთხის შემცველი ობიექტების გახსნა, მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმით, ბოლო ეტაპზეა გათვალისწინებული.
საპროცენტო განაკვეთები შესაძლოა შემცირდეს
02 / მაისი 2020
საპროცენტო განაკვეთები შესაძლოა შემცირდეს
მთავრობის ინფორმაციით, ის საპროცენტო განაკვეთები, რაც ბაზარზეა, შესაძლოა, შემცირდეს.
კორონავირუსით ინფიცირებულთა 12.7% სამედიცინო პერსონალია
02 / მაისი 2020
კორონავირუსით ინფიცირებულთა 12.7% სამედიცინო პერსონალია
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა 12.7% სამედიცინო პერსონალია, რაც საშუალო ევროპული მაჩვენებელია.
22 მაისიდან გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება აღდგება
02 / მაისი 2020
22 მაისიდან გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება აღდგება
გეგმური სტომატოლოგიური მომსახურების აღდგენის თარიღი ცნობილია. როგორც სტომატოლოგთა ასოციაციის განცხადებაშია აღნიშნული, აღნიშნულ ვადად 22 მაისი განისაზღვრა.
 ფულადი კომპენსაციის მისაღებად რა ცნობა უნდა წარადგინოს თვითდასაქმებულმა
02 / მაისი 2020
ფულადი კომპენსაციის მისაღებად რა ცნობა უნდა წარადგინოს თვითდასაქმებულმა
მოქალაქეებს, რომლებმაც კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე სამუშაო ან შემოსავალი დაკარგეს სახელმწიფო დაეხმარება.
"გარდაცვლილი მამაკაცის მეუღლეც უმძიმეს მდგომარეობაშია"- ლალი ტურძელაძე
01 / მაისი 2020
"გარდაცვლილი მამაკაცის მეუღლეც უმძიმეს მდგომარეობაშია"- ლალი ტურძელაძე
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით,კორონავირუსით გარდაცვლილი მეშვიდე პაციენტის მეუღლეც დაინფიცირებულია და მათ კლინიკაში მკურნალობს. 
ბოლნისში ადგილობრივები სამართალდამცავებსა და ექიმებს დაუპირისპირდნენ
01 / მაისი 2020
ბოლნისში ადგილობრივები სამართალდამცავებსა და ექიმებს დაუპირისპირდნენ

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში ინციდენტი მოხდა. სიტყვიერი დაპირისპირება და მცირე შეხლა-შემოხლა იმ დროს მოხდა, როდესაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების კლინიკაში გადასაყვანად ერთ-ერთ ოჯახში მედპერსონალი, სამართალდამცავები და სოფლის რწმუნებული მივიდნენ.

კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 7-მე გაიზარდა
01 / მაისი 2020
კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 7-მე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ გვერდზე, stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
სხვა სტატიები
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.