ახალი ამბები
სექტემბრამდე სასწავლო პროცესის აღდგენა არ იგეგმება
'ჩვენთან ოჯახის სტრუქტურა ისეა მოწყობილი, რომ ხშირად, ერთ ოჯახში, ფაქტობრივად რამდენიმე თაობა ცხოვრობს, სკოლაში, თუ უნივერსიტეტებში მოსწავლეებისა და სტუდენტების სიარული, რომლებიც შემდგომ ამ ოჯახებში უნდა დაბრუნდნენ, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან" - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, სექტემბრამდე სწავლის აღდგენის საკითხი დღეს არ განიხილება.

„განათლების სამინისტრომ უზრუნველყო ის, რომ ჩვენ დღეს ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს და განათლება სტუდენტებისთვის, მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომია. რა თქმა უნდა, ვმსჯელობთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა უმაღლესი სასწავლებლებისთვის ფიზიკურად მხოლოდ ისეთი სწავლების დაშვება, რომელიც დაკავშირებულია პრაქტიკულ საქმიანობასთან - მაგალითად ლაბორატორიულ კვლევებთან. მოგეხსენებათ, ეს გახლავთ ისეთი ტიპის სწავლება, რომელიც კვლევებში ფიზიკური მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია. ეს შეზღუდვები დაკავშირებულია ისევ და ისევ ჯანმრთელობისთვის საფრთხეების არიდებასთან, ვირუსის გავრცელების თავიდან აცილებასთან, მაგრამ ეს დღის წესრიგში დგას და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ამ საკითხზე უკვე ვმსჯელობთ”- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.


Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.