დღეიდან თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 2
დღით ნებადართული ხდება. თუმცა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის ირაკლი ჩიქოვანის
განმარტებით, 27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, დასაშვებია
აღნიშნულ დიდ ქალაქებში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა მხოლოდ
ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით.