"გარდაცვლილი მამაკაცის მეუღლეც უმძიმეს მდგომარეობაშია"- ლალი ტურძელაძე
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო
კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის
ინფორმაციით,კორონავირუსით გარდაცვლილი მეშვიდე პაციენტის მეუღლეც
დაინფიცირებულია და მათ კლინიკაში მკურნალობს.
მისივე თქმით, გარდაცვლილი მამაკაცის მეუღლის მდგომარეობა
უმძიმესია.
„მისი მეუღლე ჩვენთან წევს. უმძიმესია ისიც, ასაკოვანი
ქალბატონია. მასაც აღენიშნება თანმდევი ქრონიკული დაავადებები და ისიც
რეანიმაციურ განყოფილებაში იმყოფება ჩვენთან. მაგრამ ისეთი მძიმე,
როგორიც გარდაცვლილი მამაკაცი იყო, არ არის“ - განაცხადა
ლალი ტურძელაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე
გაიზარდა. კორონავირუსით გარდაცვლილი მეშვიდე პაციენტი 83 წლის
მამაკაცია, რომელსაც მძიმე თანხლები დაავადებები ჰქონდა.
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 566-ს
შეადგენს. მათგან გამოჯანმრთელებულია 207 ადამიანი. კარანტინის
რეჟიმშია - 5320 პირი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 548.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.