22 მაისიდან გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება აღდგება
გეგმური სტომატოლოგიური მომსახურების აღდგენის თარიღი ცნობილია.
როგორც სტომატოლოგთა ასოციაციის განცხადებაშია აღნიშნული, აღნიშნულ
ვადად 22 მაისი განისაზღვრა.
წინასწარი ინფორმაციით, რეგულირების სააგენტო განახორციელებს
ინფექციების პრევენციისა და კონტროლის საკითხებზე მონიტორინგს და
შეაფასებს კლინიკების სრულად ამოქმედების მზაობას. საბოლოო გახსნის
ვადები დამოკიდებული იქნება შეფასაბასა და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის
განვითარებაზე.