საზოგადოება
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები 22 მარტს ჩაინიშნა
13 / იანვარი 2020
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები 22 მარტს ჩაინიშნა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები 22 მარტს გაიმართება.
14-15 იანვარს საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი
13 / იანვარი 2020
14-15 იანვარს საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი
13 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექი, დაბლობსა და ბარში თოვლჭყაპის, ხოლო მთიან და მაღალმთიან რეგიონებში თოვლის სახით. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +5 +10 გრადუსი იქნება. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
გრიპის ვირუსის გამო სკოლებში არდადეგები არ გახანგრძლივდება
10 / იანვარი 2020
გრიპის ვირუსის გამო სკოლებში არდადეგები არ გახანგრძლივდება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ სასწავლო პროცესის დაწყება შეიძლება 20 იანვრამდე გადაიდოს.
მომზადებული შეხვდა თუ არა ბაკურიანი საკურორტო სეზონს - გამოკითხვა
10 / იანვარი 2020
მომზადებული შეხვდა თუ არა ბაკურიანი საკურორტო სეზონს - გამოკითხვა
ტელეკომპანია "ბორჯომის" მიერ გამოკითხული რესპოდენტების უმრავლესობა,ბაკურიანში ნომერ პირველ პრობლემად წყალს ასახელებს.ამბობენ,რომ დასვენება მაშინ იქნება სრულყოფილი,როდესაც წყლის პრობლემა სრულად გადაიჭრება.
რაულ ხაჯიმბამ მოსახლეობას საგანგებო განცხადებით მიმართა
10 / იანვარი 2020
რაულ ხაჯიმბამ მოსახლეობას საგანგებო განცხადებით მიმართა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ არ აყვნენ პროვოკაციებს სოხუმში ოპოზიციის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით.

„ძვირფასო თანამოქალაქეებო, ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით, რაც სოხუმში მოხდა, მოგმართავთ თხოვნით, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, არ აყვეთ პროვოკაციებს“, - აღნიშნა ხაჯიმბამ.

მისი თქმით, ე.წ. ძალოვანი სტრუქტურები გადაყვანილია მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე.

„ამ სიტუაციაში ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ჩვენი ქვეყნის არსებობა საფრთხის ქვეშ არ უნდა დავაყენოთ. ყველა სახელმწიფო სტრუქტურა მუშაობს არა საშტატო სიტუაციაში. ძალოვანი სტრუქტურები გადაყვანილია მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე. მე როგორც კონსტიტუციის გარანტმა გავეცი ყველა საჭირო დავალება, რათა მოვლენები სამართლებრივ ველს არ გასცდეს “, - განაცხადა ხაჯიმბამ.

შეგახსენებთ, რომ სოხუმში მომიტინგეები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. მათ ფანჯრის მინები ჩაამსხვრიეს და შენობის შიგნით შეღწევა მოახერხეს. ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებასა და რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ.

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გასული წლის 8 სექტემბერს გაიმართა, სადაც დე ფაქტო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამჟამინდელმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ 47.39%-ით გაიმარჯვა, მოსახლეობის 46,17%-მა კი ხმა ალხას კვიცინიას მისცა. „ამცახარა“ „არჩევნების“ შედეგებს არ აღიარებს და მის გაბათილებას ითხოვს.
"გრინვეის" აქცია ბაკურიანში
09 / იანვარი 2020
"გრინვეის" აქცია ბაკურიანში
დღეს, ბაკურიანში, ტექნიკური ინსპექტირების ქსელმა "გრინვეიმ" და ორგანიზაციამ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ერთობლივი აქცია გამართეს.აქციის მიზანი, ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო.აქციის ფარგლებში, ავტომანქანის შემოწმება, ყველა იმ პარამეტრზე რასაც ტექინსპექტირება გულისხმობს, ნებისმიერ მსურველს შეეძლო.აქცია, კამპანია “სუფთა ჰაერისთვის” ფარგლებში განხორციელდა.
"საბჭოთა რუბლის გამოყენება დანაშაულია" - დამსვენებელი ბაკურიანიდან
09 / იანვარი 2020
"საბჭოთა რუბლის გამოყენება დანაშაულია" - დამსვენებელი ბაკურიანიდან
ტელეკომპანია "ბორჯომის" მიერ, გამოკითხული დამსვენებლები საბჭოთა რუბლის ბილეთის სახით გამოყენების ფაქტს უარყოფენ.მათი განცხადებით, ბაკურიანში წლებია ისვენებენ, თუმცა საბჭოთა რუბლი არცერთ სალაროში მიუღიათ.მთის კურორტის ვიზიტორები,ამბობენ რომ თუ ეს ფაქტი ნამდვილად მოხდა,დაუყოვნებლივ უნდა აღიკვეთოს.
რა გახდა თეირანში თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი
08 / იანვარი 2020
რა გახდა თეირანში თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი
ირანში უკრაინის საელჩოს ინფორმაციით, თეირანში უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი ძრავის გაუმართაობა გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ამერიკულ ბაზაზე თავდასხმის დროს 80 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა
08 / იანვარი 2020
ამერიკულ ბაზაზე თავდასხმის დროს 80 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა
ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ერაყში, ამერიკულ ბაზაზე თავდასხმის დროს, სულ მცირე 80 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. ინფორმაციას Times of Israel ავრცელებს.
2020 წლის საშობაო ეპისტოლე
07 / იანვარი 2020
2020 წლის საშობაო ეპისტოლე
„ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო. მოგმართავთ ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელნო, რუსნო, სომეხნო, ებრაელნო, აზერბაიჯანელნო, უდინნო, იეზიდნო, ქურთნო, ინგუშნო, ჩერქეზნო, ჩეჩენნო, ლეკნო და ყოველნო ერნო:

აჰა, დადგა ჟამი ღვთის განკაცების უდიდესი საიდუმლოსი. დღეს იშვა დამბადებელი, ,,რომლის მიერაც შეიქმნა ყოველი: მიწიერიც და ზეციერიც; ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი, თუ ხელმწიფებანი,” დღეს იშვა ის, “ვის მიმართ და ვის მიერაც ყოველივე დაიბადა“ (კოლას.1,16).
სხვა სტატიები
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.