ახალი ამბები
14-15 იანვარს საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი
13 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექი, დაბლობსა და ბარში თოვლჭყაპის, ხოლო მთიან და მაღალმთიან რეგიონებში თოვლის სახით. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +5 +10 გრადუსი იქნება. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 14 იანვარს გამოიდარებს და 18 იანვრამდე დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. 16-17 იანვარს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობ რაიონებში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.

14-15 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16 იანვარს მოიღრუბლება, აცივდება, ზოგან მცირე თოვლი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში ბარში 0, +5 გრადუსამდე დაიკლებს.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი იქნება. 16 იანვარს კი ცივი, ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელია, შესაძლოა მცირე თოვლიც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3, +5 გრადუსამდე დაიკლებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.